Germanwings Flight 4U9525 Co-pilot Andreas Lubitz

ალპებში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები: დაღუპული თვითმფრინავის მგზავრებმა იცოდნენ, რაც ხდებოდა ბოლო წამებში

თვითმფრინავის დაცემის ადგილას აღმოაჩინეს მობილური ტელეფონით გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელიც თვითმფრონავის დაცემის ბოლო წამებს ასახავს.

ვიდეო უკვე ნახეს საფრანგეთის ოფიციალურმა პირებმა, გერმანელმა და ფრანგმა ჟურნალისტებმა, მაგრამ ჯერ გასაჯაროვებული არ არის.

როგორც ფრანგული მედია იუწყება: “ვიდეო იმდენად ქაოტურია, რომ ძნელია ადამიანების იდენტიფიცირება, მაგრამ ყვირილის ხმები ცხადჰყობს, რომ მათ ბოლო წამებში იცოდნენ, რაც ხდებოდა”. “გარკვევით ისმის “ღმერთო” სხვადასხვა ენებზე. სამჯერ ისმის მეტალზე დარტყმის ხმა (მთავარი პილოტი ცდილობდა კაბინის დაკეტილი კარის შემტვრევას). ბოლოსკენ, ძლიერი შერხევა, უფრო ძლიერი, ვიდრე იქამდე, და უფრო ხმამაღალი ყვირილი. და მერე არაფერი” Paris Match reports.

ირკვევა, რომ მეორე პილოტი, Andreas Lubitz, რომელმაც გამიზნულად მოახდინა თვითმფრინავის დაცემა და 150 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 6 წლის წინ “სერიოზული დეპრესიის ეპიზოდი ჰქონდა”.

ამასთან დაკავშირებით ავიაკომპანიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.