mnkmed

ამერიკელი ნევროლოგების დასკვნა – ტვინს შეიძლება ბედნიერება “ასწავლო”

ექსპერიმენტი ვისკონსინის უნივერსიტეტის ნევროლოგებმა ჩაატარეს. კვლევის ობიექტი, 66 წლის ბუდისტი ბერი, Mattieu Ricard  გახდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მედიტაციის მეშვეობით შეუძლია გონება მართოს ისე, რომ ბედნიერება შეიგრძნოს.

სხვათა შორის, ეს ბედნიერების შეგრძნებაა, რის გამოც ბევრი ადამიანი ჰალუცინოგენებს და ნარკოტიკებს იყენებს და ჯანმრთელობას ინგრევს. როგორია ექსპერიმენტის შედეგები?

გაოცდებით!

Mattieu Ricard თავზე 256 სენსირი მიაერთეს. ბერმა დაიწყო მედიტაცია და ყურადღების კონცენტრაცია თანაგრძნობის ემოციაზე მოახდინა. აპარატმა დააფიქსირა, რომ მედიტაციის დროს ბერის ტვინი ინტენსიურ გამა-ტალღებს ასხივებდა. მათი რაოდენობა, მეცნიერთა ვარაუდით, შეესაბამება ბედნიერების განცდას!

მსგავსი ექსპერიმენტები ადრეც ჩატარებულა. სულ უფრო მეტი და მეტი მტკიცებულება ჩნდება იმისა, რომ მედიტაციის გზით შესაძლებელია ტვინის “გაწვრთნა” იმდაგვარად, რომ ბედნიერება იყოს მისი მუდმივი მდგომარეობა.

თავად   Mattieu Ricard იმა Daily News -თან ინტერვიუში მან თქვა: “ყველას შეუძლია გახდეს ბედნიერი ტვინის გავარჯიშების მეშვეობით”.

თავისი გამოცდილება მან გააზიარა წიგნში  Happiness: A Guide to Developing Life’s Most Important Skill.