არაჩვეულებრივი ამბავი, ჩვენ შეგვიძლია ცუდი დავივიწყოთ!

ამიერიდან ეს მეცნიერულადაა დამტკიცებული! აღმოჩნდა, როდესაც რაიმე მოვლენას ხშირად ვიხსენებთ, სხვა რამეს ვივიწყებთ. ასეთ გასაოცარ დასკვნამდე  კემბრიჯის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგები მივიდნენ.

მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი, მონაწილეებს უნდა გაეხსენებინათ იქამდე ნანახი სურათები. ტვინის აქტიურობას მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის მეშვეობით აკვირდებოდნენ.  რამდენიმე სეანსის განმავლობაში ექსპერიმენტის მონაწილეებს ერთი და იგივეს გახსენებას სთხოვდნენ. და მოგონებაც ყველა ჯერზე უფრო მკვეთრი იყო. მაგრამ, ამავდროულად… სხვა თემებზე მოგონება სულ უფრო სუსტდებოდა!

Nature Neuroscience -ში სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ტვინის ქერქის გახსენების აქტიურობა  თრგუნავს სხვა აქტიურობას, რომელიც პასუხისმგებელია არააქტუალური ინფორმაციის შენახვაზე.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ დღის მანძილზე მეზანდასახულად ვიფიქრებთ პოზიტურ თემაზე, თანდათან ტვინში შესუსტდება ნეგატიური მოგონება. ეს მედიტაციის სარგებლობის მეცნიერული დასაბუთებაა.