basilica

არაჩვეულებრივი არქეოლოგიური აღმოჩენა თურქეთში – წყალქვეშა ბაზილიკა

2015 წლის 31 იანვარს, ანტიკურ ნიკეაში, იზნიკის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს… ბაზილიკა. აღმოჩენა შემთხვევით გაკეთდა, ჰაერიდან იღებდნენ სურათებს ტურისტული კატალოგისთვის.

nicaea_basilica3

ადგილზე გაემგზავრნენ არქეოლოგები და ამ ფენომენის ახსნა სცადეს.

nicaea_basilica2

რა გახდა ცნობილი: ბაზილიკა 4 საუკუნეშია აგებული. მისი არქიტექტურა მსგავსია წმინდა სოფიას ტაძრისა ნიკეაში.

nicaea_basilica4

ტაძარი ეძღვნებოდა Saint Neofitos, რომელიც აწამა და მოკლა 313 წელს ნიკეას მმართველმა დესიომ.

ბაზილიკა Bithynia– ში, ასე ჰქვია ამ ადგილს, დიდხანს იყო პილიგრიმების მოლოცვის ადგილი.

როგორ აღმოჩნდა ბაზილიკა ტბის ფსკერზე?

დიდი მიწისძვრის შედეგად, რომელიც 740 წელს მოხდა.

თავდაპირველად ტაძარი ტბის პირას იდგა, იქ, სადაც წმინდანი აწამეს.

მაგრამ, რა არის ყველაზე გასაოცარი?

წმინდა ნეოფიტოსი 313 წლის 31 იანვარს აწამეს. და მისი ტაძარიც, ამდენი საუკუნის შემდეგ… 31 იანვარს აღმოაჩინეს.

1600 წლის ბაზილიკა წყალქვეშა მუზეუმად იქცა.