არაჩვეულებრივი აღმოჩენა – 4000 წლის ეგვიპტური მანუსკრიპტი, “მკვდართა წიგნის” ყველაზე ძველი ვერსია

ეს არის ყველაზე ძველი, ოდესმე აღმოჩენილი ძველეგვიპტური ტექსტებიდან. ამასთან ერთად, მანუსკრიპტი  ყველაზე გრძელიცაა. მისი სიგრძე 2. 6 მერია.  ტექსტი ტყავის ორივე მხარესაა დატანებული, ასე რომ მისი სიგრზე 5 მეტრს აღემატება. აღმოჩენა ქაიროს მუზეუმის საცავში გაკეთდა. როდესაც იგი ამოიღეს ყუთიდან, გაწმინდეს მტვრისგან და გრაგნილი გაშალეს…

The rediscovered leather manuscript in the longest Ancient Egyptian text ever found, exceeding the length of the next longest text, an 8-foot long prenuptial agreemeent (pictured), by just 2 inches.

მისი შექმნის თარიღი – ძველი სამეფოსა და შუა სამეფოს ხანებს უკავშირდება (2800–2300 წელი ჩვ. წ–მდე). იგი მთლიანად დაფარულია ტექსტით და არაჩვეულებრივი ნახატებით, რომლებიც, როგორც მეცნიერები ამბობენ, ძალიან კარგადაა შენახული.

აღმოჩენის შესახებ 2015 წელს გახდა ცნობილი.

რა წერია მანუსკრიპტში?

ეს რელიგიური შინაარსის ტექსტი, რომელიც შეიცავს თხრობას ღმერთებსა და ზებუნებრივ არსებებზე, არის ცნობილი “ეგვიპტური მკვდართა წიგნის” უძველესი ვერსია .

დღემდე ცნობილი “მკვდართა წიგნის” ყველაზე ძველი ტექსტები უკავშირდებოდა ახალ სამეფოს (1550 წელი ჩვ. წ–მდე). ჰერმოპოლისის ნეკროპოლის სარკოფაგებზე იყო დაწერილი.

აღმოჩენილი მანუსკრიპტი შეიცავს  შელოცვებს, რომლებიც პირველი პირისგან კეთდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტი ქურუმისთვის იყო განკუთვნილი.

მხოლოდ ექვსი პორტატული მსგავსი შინაარსის მანუსკრიპტია აღმოჩენილი ეგვიპტეში და ყველა ისინი პაპირუსზეა დაწერილი.

ცნობილია, რომ ტაძრებში სწორედ ტყავზე დაწერილი ტექსტები ინახებოდა, პაპირუსზე კი უფრო იაფფასიან ასლებს აკეთებდნენ.

მაგრამ ეგვიპტის მშრალმა კლიმატმა პაპირუსები უკეთ შეინახა, ვიდრე ტყავი. ეს ერთადერთი მსგავსი აღმოჩენაა.

ტექსტი შეიცავს დეტალურ აღწერას, რაც საიქიოში გადასვლის რიტუალს უკავშირდება. აქ არის ძალიან დეტალური იკონოგრაფია , როგორც ამბობს არტეფაქტის აღმომჩენი Weal Sherbiny. მისი თქმით, მანუსკრიპტი შეიცავს ისეთ რელიგიურ ნახატებს, რომელიც არსად არ გვხვდება უფრო გვიანი ხანის ძეგლებზე.

წყარო:

(http://news.discovery.com/history/archaeology/oldest-and-longest-ancient-egyptian-leather-manuscript-found-150914.htm,Offsite Link accessed 10-01-2015).