აღმოსავლეთის ლურჯთვალა ვენერად წოდებული ეგვიპტის პრინცესა ფავზია

სილამაზით განთქმული პრინცესა ფავზია 1921 წელს დაიბადა. პრინცესას ბევრი წინაპარი ევროპელი ჰყავდა: მამის მხრიდან მას ალბანური ფესვები ჰქონდა, დედის მხრიდან – ფრანგული. ასევე ცნობილია, რომ მას ჩერქეზული სისხლიც ერია.

60f2a3aa3439

პრინცესა ფავზია დებთან და ძმასთან, უფლისწულ ფარუხთან ერთად ლონდონში

1939 წელს პრინცესა ფავზია ირანის მომავალ შაჰს, მუჰამედ რეზა ფეჰლევის გაჰყვა ცოლად. ორ წელიწადში მისი მეუღლე ტახტზე ავიდა.

ჟურნალ “Life” (1942 წლის 21 სექტემბერს) ყდაზე დაიბეჭდა დედოფალ ფავზიას ფოტო, გადაღებული Cecil Beaton-ის მიერ.

9449ebeca47a

“აღმოსავლელი ვენერა იდეალური სახის ნაკვთებით და უცნაური გამჭოლი მზერით” – ასე დაახასიათა ფოტოგრაფმა თავისი გვირგვინოსანი მოდელი.

ქორწინება არ გამოდგა ბედნიერი. ერთადერთი საერთო შვილის, პრინცესა Shahnaz Pahlavi-ის დაბადების შემდეგ, ფავზიამ განქორწინება მოითხოვა.

და მიიღო კიდეც 1945 წელს, რის მერეც ქაიროში დაბრუნდა. მართალია, განქორწინება მხოლოდ ქაიროს სასამართლომ აღიარა და არა ირანისამ, მაგრამ ასე თუ ისე, 1948 წელს მას დაუბრუნეს ეგვიპტისა და სუდანის პრინცესას წოდება.

2a2b1923173a

ქალიშვილის დატოვება ფავზიას ირანში მოუწია

ოფიციალურ განცხადებაში გაყრის მიზეზად დასახელდა: “ირანის კლიმატი ზიანს აყენებს დედოფალ ფავზიას ჯანმრთელობას, ამიტომ ეგვიპტის მეფის დის თხოვნა განქორწინებაზე დაკმაყოფილებულ იქნა… ( 🙂 )

1949 წელს ფავზია ცოლად გაჰყვა თავის შორეულ ნათესავს, Ismail Hussain Shirin Bey, (1919 – 1994) და ორი შვილიც შეეძინათ. (ალბათ, მათ ადრეც უყვარდათ ერთმანეთი და სწორედ ეს გახდა ფავზიას ირანის შაჰთან განქორწინების მიზეზი, მაგრამ ოფიციალურად ამაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა).

პრინცესა ფავზია 2013 წელს გარდაიცვალა, 92 წლის ასაკში. სიცოცხლის ბოლომდე ეგვიპტეში ცხოვრობდა, და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მონარქია 1952 წელს გაუქმდა, პატივისცემის ნიშნად, მას შეუნარჩუნდა პრინცესას წოდება.

3e1abbc7a266

97edf963b858

031228420184

a2242fb47004

c8ea3aa6e90c