ახალგაზრდული იერი 40 წლის მერე? ყველაზე ეფექტური მეთოდი

კოკო შანელმა თქვა: ოცი წლის ასაკში ჩვენ გვაქვს სახე, რომელიც მოგვცა ბუნებამ,  30 წლის ასაკში – რომელიც გამოძერწა ცხოვრებამ, 50 წლის ასაკში – რომელსაც ვიმსახურებთ.

ასეა, სამწუხაროდ:  სულ რაღაც 20 წლის წინ 20 წლის იყავი. ახლა კი 40 წლის ხარ და უნდა იზრუნო ნაოჭებზე, ფტოზზე, სახის ცუდ ფერზე.

ალბათ, თქვენც იცნობთ ასეთ ქალებს,  20 წლის ასაკში თითით საჩვენებელი ლამაზმანები რომ იყვნენ.  ჩემს სანაცნობოში არიან ასეთები. დღეს ისინი 50-ს მიტანებული ქალები არიან და ნამდვილად იმსახურებენ, რომ ისევ ისეთი ლამაზები იყვნენ. მაგრამ, ზოგის ნაკვთების სინატიფე ბოტოქსმა იმსხვერპლა, ზოგს კი ცუდი არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მხოლოდ მალამოთი ახალგაზრდულ იერს რომ ვერ შეინარჩუნებ, ეს მგონი, ყველა 50 წლის ქალს ესმის.

26 წლის ვიყავი, როცა  ტუჩის გარშემო მიმიკური ნაოჭები დავინახე. დილას რომ ვიღვიძებდი, ნაოჭი არ იყო, საღამოს კი იკვეთებოდა… გრავიტაციის ძალა 🙂

მაშინ კოსმეტოლოგმა ნაოჭების გელით ამოვსება შემომთავაზა და კარგად მახსოვს ეს მომენტი, მივხვდი, რომ იყო ამაში რაღაც ღრმად არაჯანსაღი.

16 წლის წინ გავიცანი ქალი, რომელმაც, შეიძლება ითქვას, ჩემი ცხოვრება შეცვალა. მე ის ჩემი თანატოლი მეგონა და მერე შემთხვევით შევიტყვე, რომ 54 წლის იყო.

იგი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ჰქონდა გლუვი კანი, სავსებით ახალგაზრდული სახის ოვალი.  და როცა ვკითხე – როგორ? მან მითხრა, რომ სახის ვარჯიშებს აკეთებს და მასწავლა კიდეც ერთი ღაბაბის საწინააღმდეგო ვარჯიში.

ვარჯიშს ერქვა ма-ма. თავი უნდა გადაგეწია უკან,  აგეწია და დაგეწია ქვედა ყბა და გემეორებინა: ма-ма, ма-ма.

ма-ма ვარჯიშს ყოველ დილა-საღამო გულდასმით ვაკეთებდი. მაშინ არც Youtube  არსებობდა და არც რაიმე წიგნი სახის ვარჯიშების შესახებ.

ма-ма-ს კეთება-კეთებაში მივხვდი, რომ სახის სხვა კუნთებიც შემიძლია ვავარჯოშო.

45 წლის მერე სახე უსიამოვნო სიურპრიზებს გიმზადებს:  თვალების ქვეშ  ზონის ჩავარდნა, ე. წ. ბალიშები, ტუჩის კიდეების დაბლა ჩამოშვება, სახის ოვალის მორღვევა… თითქოს, ადამიანის იერი შეუქცევადად იცვლება.

მე ვარჯიშებს ვიგონებდი იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც საკუთარ სახეზე ასაკის მატებასთან ერთად იჩენდა თავს.

და ერთ დღეს მივხვდი, რომ გამომივიდა! სახის კუნთები გავარჯიშდა, გამკვრივდა.

ჩემს ვარჯიშებს Face Yoga პიგმალიონის მეთოდი ეწოდება.

რატომ?

პიგმალიონის იმიტომ, რომ ეს ვარჯიშები სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით ძერწავს სახეს.

ვარჯიშის შედეგად სახე არა მარტო ინარჩუნებს ახალგაზრდულ პროპორციებს, არამედ ნაკვთები უფრო დახვეწილი, გამოძერწილი ხდება.

алиса мачабели-ის სურათის შედეგი

ამ ფოტოზე 33 წლის ვარ.  იმ დროინდელია, როცა სახის ვარჯიშების კეთება დავიწყე. ალბათ, შეატყობთ მცირე ნაოჭებს ტუჩების გარშემო.

ეს ნაოჭები ახლაც მაქვს. მაგრამ ვარჯიშების წყალობით, მათი რაოდენობა 16 წლის მანძილზე არ მომატებულა.14906882_1306142676063428_7287386600975537259_n

ეს არის შედეგი, რომელსაც იძლევა Face Yoga  პიგმალიონის მეთოდი.

თუ ვინმე იცით, რომ ბოტოქსს, ფილერს ან პლასტიკას ვარჯიშზე უკეთესი შედეგი მოეცეს, გვანახეთ! 🙂

რას მოგცემთ Face Yoga პიგმალიონის მეთოდის სამთვიანი კურსი?

    გაგიმკვრივდებათ სახის კუნთები.

  • გაგიუმჯობესდებათ კანის ფერი.
  • შეგიმცირდებათ მიმიკური ნაოჭები.
  • მოგეხსნებათ დაძაბულობა ტუჩების გარშემო (სტრესის                                                                                        დაგროვების ზონა).
  • გამკვრივდება სახის ოვალი.
  • შემცირდება კანის მოდუნება კისერზე.
  • მოგეხსნებათ კისრის კუნთების დაძაბულობა და ტკივილი (სტრესის დაგროვების ზონა).
  • მიმიკა უფრო ჰარმონიული გაგიხდებათ.
  • გათავისუფლდებით უკონტროლო მიმიკისგან.
  • თქვენ ისწავლით სახის ვარჯიშებს და შემდგომ დამოუკიდებლად გააკეთებთ მათ. და არასდროს დაგჭირდებათ არაბუნებრივი მანიპულაციები სახეზე იმისათვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

ახის კუნთების გავარჯიშების წყალობით, ჩვენი იერი უფრო ჰარმონიული ხდება.

ვარჯიშები ტარდება ყოველდღიურად, დილის და საღამოს ჯგუფებში.

551 90 99 50

597 97 76 74

“გახდი საკუთარი სილამაზის პიგმალიონი”

(Visited 3,078 times, 1 visits today)