ბიბლური დამწერლობა – ფინიკიური ანბანის წინამორბედი?

ბიბლურ დამწერლობას პირობითად ჩვ.წ–დე მეორე ათასწლეულით ათარიღებენ, თუმცა, ის შესაძლოა, ბევრად უფრო ძველი იყოს.

1928 წლიდან 1932 წლამდე პერიოდში მორის დიუნანმა ქალაქ ბიბლში, ლიბანში, აღმოაჩინა ამ დამწერლობით შესრულებული რამდენიმე მონუმენტური წარწერა.

ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ეს დამწერლობა ფინიკიური ანბანის წინამორბედი შეიძლება ყოფილიყო, რადგან ზოგიერთი სიმბოლოს მოხაზულობა ემთხვევა.

ამასთანავე მეცნიერები აღნიშნავენ მსგავსებას კვიპროსულ–მინოურ დამწერლობასთან. თუმცა, სავარაუდოთ, კვიპროსულ და ბიბლურ მსგავს სიმბოლოებს განსხვავებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეთ.

იყო მრავალი მცდელობა ბიბლური დამწერლობის გაშიფრვისა, მაგრამ არც ერთი არაა აღიარებული საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ.

Перечень знаков