ბოლო დროის ყველაზე ამაღელვებელი არქეოლოგიური აღმოჩენა – უფრო ახლოს ნეფერტიტისთან

ვისაც არქეოლოგია უყვარს, იმის გაფიქრებაც კი, რომ ნეფერტიტის სამარხი შეიძლება იპოვონ… არადა, შეიძლება მართლაც იპოვონ!

nefertiti-2

 

Picture of a man doing a scan in King Tut's tomb

პრეს-კონფერენციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა ლუქსორში, ეგვიპტის სიძველეების მინისტრმა Mamdouh el-Damaty განაცხადა, რომ ტუტანჰამონის სამარხის კედლების სამდღიანი სკანირების შედეგად დადგინდა, რომ ამ კედლების უკან აღმოჩენილია კამერები.

” ამის ალბათობა 90%-ა:” – განაცხადა მინისტრმა.

Picture of people in King Tut's tomb

ეს ადასტურებს არქეოლოგ Nicholas Reeves თეორიას, რომ ტუტანჰამონის სამარხის უკან ორი კამერა უნდა იმალებოდეს, და ერთ-ერთში დედოფალი ნეფერტიტი შეიძლება იყოს დაკრძალული.

Picture of people in King Tut's tomb

სკანირება ჩატარდა რადარის იაპონური მაღალტექნოლოგიური აპარატით, რომელიც ძალიან ზუსტია და მის მონაცემებში მეცნიერებს ეჭვი არ შეაქვთ.

Picture of a man performing a radar scan in King Tut's tomb

მინისტრი ამბობს: ” ახლა ჩვენ დამანდვილებთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტუტანჰამონის სამარხის უკან კიდევ ორი კამერაა”.

Scans of the north wall of King Tutankhamun's burial chamber have revealed features beneath the intricately decorated plaster (highlighted) a researcher believes may be a hidden door, possibly to the burial chamber of Nefertiti. Credit: Factum Arte.

ამ ნახატების ქვეშ , რივზს გაუჩნდა ეჭვი, რომ იმალება კარი კიდევ ერთ კამერაში და ეს დაადასტურა რადარით სკანირებამ.

ეს სასწაულად დამაინტრიგებელია: დამალული კარი კიდევ ორ კამერაში! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის კამერები – ხელუხლებელია, გაუძარცვავი, ისევე, როგორც ტუტანჰამონის სამარხი!

Image showing the location of the two chambers from Dr. Reeves report. The upcoming radar scan will search for their existence.

საერთოდ, მეცნიერებს დიდი ხნის წინ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ტუტანჰამონი ნეფერტიტის სამარხშია დაკრძალული.

რატომ?

იმიტომ, რომ მის სარკოფაგზე შეცვლილია სახელები, სხვა რამ ეწერა იქამდე, რაც წაშალეს და ტუტანჰამონის სახელი დააწერეს. მეცნიერები სამარხის წინა მფლობელს პირობითად KV62-ს უწოდებდნენ.

სამარხი ჰგავდა ნაუცფთებად გაკეთებულს (არაა გასაკვირი, ახალგაზრდა მეფე უცებ გარდაიცვალა და ვერ მოასწრო თავისი სამარხის მომზადება). სამარხი უცნაურად პატარაა. იმ ორი კამერის დამატებით კი, რომელიც ახლა რადარმა აღმოაჩინა, იგი ღებულობს ჩვეული სამარხის სახეს. ასეთია, მაგალითად ჰატშეპსუტის სამარხის ფორმა.

გამოსახულებები კედლებზეც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ადრე ეს სამარხი სხვისთვის იყო განკუთვნილი და ეს სხვა, არქეოლოგ ნიკოლას რივზის აზრით, დედოფალი ნეფერტიტი უნდა იყოს, რომელიც კონსორტი იყო. მისი სამარხი ხომ დღემდე არაა აღმოჩენილი.

Японский археолог Хирокацу Ватанабе проверяет оборудование около гробницы Тутанхамона, 28 ноября 2015 года

ნეფერტიტის ჩვენამდე მოღწეული ქანდაკებები და მისი სავარაუდო მუმია

ნეფერტიტის შესაძლო მუმიის შესახებ: (До генетического исследования в феврале 2010 года египтологи предполагали, что мумией Нефертити может быть одна из двух женщин, найденных в гробнице KV35, например мумия KV35YL. Однако результат экспертизы опроверг эту гипотезу).

ეჭვი გაჩნდა იმიტომ, რომ ეს მუმია მართლაც ძალიან ჰგავს ნეფერტიტის  ქანდაკებას.

ახლა, რადგან იაპონელი არქეოლოგის რადარმა გაამართლა რივზის ვარაუდი და ორი კამერაა აღმოჩენილი, უნდა ველოდოთ, როდის გახსნიან არქეოლოგები ამ კამერებს. და შესაძლოა, არქეოლოგიისა და ისტორიის მოყვარულებმა ყველა დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალის, ნეფერტიტის სამარხი იხილონ.

 

როგორი იყო დედოფალი ნეფერტიტი სინამდვილეში?

თავად რივზი ამბობს, რომ ჯერ არაფრის დანამდვილებით თქმა არ შეიძლება.

მეორეს მხრივ, იგი დარწმუნებულია, რომ ტუტანჰამონის ოქროს ნიღაბი თავდაპირველად ნეფერტიტისთვის იყო გაკეთებული, შემდეგ იგი გადააკეთეს და გადაკეთების კვალი დღედე ამჩნევია.

(სხვათა შორის, ტუტანჰამონის ჩონჩხის რეკონსტრუქციამ სულ სხვა სახე წარმოაჩინა, ვიდრე ნიღაბზეა აღბეჭდილი).

ეს კარტუშები ოქროს ნიღაბზე შიგნიდანაა ამოკვეთილი.

ზედა კარტუში შეიცავს ტუტანჰამონის სატახტო სახელს – ნებხეპრური. ქვედა კარტუში კი არის რეკონსტრუქცია წარწერისა, რომელიც აქ იყო, სანამ მას წაშლიდნენ: აქ სხვა სახელი ეწერა – ანხეპერური. ეს სატახტო სახელი ეკუთვნოდა ორ უცნობ ფარაონს, რომელიც მოკლე ხნით მართავდნენ ეგვიპტეს ტუტანჰამონის მამის, ეხნატონის გარდაცვალების შემდეგ. მათი სახელებია – სმენხკარა და ნეფერნეფრუატონი . ორივეს ერთი და იგივე სატახტო სახელი ჰქონდფა. რივზი მიიჩნევს, რომ ამ ორი სახელის უკან ნეფერტიტი იმალება, რომელიც თავისი გერის, ტუტანჰამონის ბავშვობაში მართავდა ეგვიპტეს (ტუტანჰამონი ეხნატონის მეორე ცოლის, კიისას შვილი იყო, ნეფერტიტის კი ვაჟი არ ჰყოლია).

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

მეტი ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე: Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი