The-Golden-Hat-of-Schifferstadt

ბრინჯაოს ხანის 4 ოქროს ქუდის საიდუმლო

ეს 4 ოქროს ქუდი, რომელთა სიმაღლე 30 სმ-დან თითქმის 1 მეტრამდეა, ევროპაში აღმოჩენილ ბრინჯაოს ხანის არტეფაქტთა შორის ყველაზე  საიდუმლოებით მოცულია. მათ ჯადოქართა ქუდებს უწოდებენ და არის მიზეზი, რატომაც.

The Four Gold Hats. From Left to Right: Vienne, France (1844); Southern Germany or Switzerland (1996); Schifferstadt, Germany (1835)

ბრინჯაოს ხანა გრძელდებოდა ჩვ. წ-მდე 3300-700 წლამდე.

ქუდები, სავარაუდოდ, დამზადებულია ჩვ. წ-მდე 1400-800 წლებში.

Berlin Gold Hat Wikipedia Image

ყველა მათგანი ცალ-ცალკე იქნა აღმოჩენილი, პირველ აღმოჩენას ბოლოსგან 160 წელი აშორებს. შესაძლოა, მეტი ოქროს ქუდი იქნება აღმოჩენილი მომავალში.

მიჩნეულია, რომ ამ ქუდებს ატარებდნენ ასტრონომი-ქურუმები, რადგან მათზე გამოსახულია ძალიან ზუსტი მზის და მთვარის ასტრონომიული ციკლები, რომელიც, ჩვენთვის ისტორიულად ცნობილ წარსულში პირველმა დააფიქსირა მეტონ ათენელმა ჩვ.წ-მდე 5 საუკუნეში.

ასე რომ, სავარაუდოდ, კელტებმა უფრო ადრე იცოდნენ ამ ციკლების შესახებ, ვიდრე ეს მიჩნეული იყო.

The Golden Hat of Schifferstadt

The Golden Hat of Schifferstadt

1 ოქროს ქუდი აღმოჩენილ იქნა 1835  წელს  Schifferstadt, Germany. იგი ფერმერმა იპოვა. მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ქუდი განგებ იყო მიწაში ჩაფლული. იგი ყველაზე მოკლეა ქუდებს შორის, 29,6 სმ.

მეცნიერები ამ ოქროს ქუდს ათარიღებენ ჩვ.წ-მდე 1400–1300 წლებით.

The Avanton Gold Cone

2 ოქროს ქუდი, რომელსაც Avanton Gold Cone ეწოდება , აღმოჩენილ იქნა საფრანგეთში, ავანტონში, 1844 წელს. მას ათარიღებენ ჩვ. წ-მდე 1000-900 წლით. მისი სიმაღლე 55 სმ.

Close-ups of the Golden Cone of Ezelsdorf-Buch, showing the intricate designs carved into the gold sheeting

Golden Cone of Ezelsdorf-Buc

3 ოქროს ქუდი, რომელსაც Golden Cone of Ezelsdorf-Buch ეწოდება, აღმოჩენილ იქნა გერმანიაში 1953 წელს. მისი  სიმაღლე 88 სმ. ათარიღებენ ჩვ. წ-მდე 1000-900  წლით.

Detail of the Berlin Gold Hat

Detail of the Berlin Gold Hat

4 ოქროს ქუდის აღმოჩენის ადგილი ზუსტად ცნობილი არაა, ან გერმანიაში, ან შვეიცარიაში. მის შესახებ ცნობილი გახდა 1995 წელს. მას ბერლინის ოქროს ქუდი ეწოდება, იმიტომ რომ იგი ბერლინის მუზეუმში ინახება. მისი სიმაღლე 75 სმ. ათარიღებენ ჩვ. წ-მდე 1000-800 წლით.

Golden Hat of Schifferstadt (Speyer) Bronze Age Gold Hat Jaunting Jen

ამ ქუდების ზუსტი დანიშნულება უცნობია. მაგრამ, ერთის მხრივ, ისინი მართლაც ჰგვანან ჯადოქრის ქუდებს, როგორადაც მათ ხალხურ ფოლკლორში გამოსახავდნენ.

Berlin Gold Hat Detail Wikipedia Image

მეორეს მხრივ, მათი ასტრონომიული ორნამენტი მიუთითებს იმაზე, რომ ის, ვინც მათ ხმარობდა, კავშირში იყო ასტრონომიასთან, ესე იგი, შეეძლო ამინდი ეწინასწარმეტყველა.

Avanton Gold Cone Wikipedia Image

ამიტომაც, მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ამ ქუდებს ასტრონომი-ქურუმები ატარებდნენ და მათ ხალხი ჯადოქრებად მოიაზრებდნენ, მათი განსაკუთრებული ცოდნის გამო.

Golden Cone of Eseldorf  Buch Wikipedia Image

Schifferstadt_Golden_Hat_schematic Wikipedia Image

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ –

სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები

გვიპოვეთ Facebook – ზე

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი