გარღვევა რეპროდუქციულ მედიცინაში – მსოფლიოში პირველად ლაბორატორიაში სპერმა “გაზარდეს”

მეცნიერებმა გენეტიკური მასალისგან ლაბორატორიულ პირობებში “გაზარდეს” სპერმა, რომელიც, მათი მტკიცებით, სრულფასოვანია.

images (6)

ეს მიღწევა  ნუგეშია იმ მამაკაცებისთვის, ვისაც რეპროდუქციული პრობლემები აქვთ.

Kallistem laboratory (საფრანგეთი, ლიონი) აცხადებს, რომ  უკვე ახლო მომავალში, ისინი ჩაატარებენ ექსპერიმენტებს რეალურ ადამიანებზე.

ექსპერტები ამ სიახლეს სქეპტიკურად შეხვდნენ.

images (5)

ლაბორატორიის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ უკვე 2 წელიწადში  შეძლებენ დაიწყონ ფართომაშტაბიანი საქმიანობა. წელიწადში 50 000 მამაკაცის დახმარებაზეა საუბარი და თუ ეს პროცესი ჩაეშვა, ეს ბიზნესი წელიწადში 1, 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგ მოგებას მოიტანს.

როგორც ლაბორატორიის დირექტორმა, Isabelle Cuoc-მა თქვა, უკვე 2014 წლის ბოლოს მათს ლაბორატორიას შეეძლო   “გაეზარდა” სრულფასოვანი სპერმა მამაკაცის სათესლეებიდან ბიოფსიის შედეგად მიღებული არაზრდასრული სპერმისგან, სპერმატოგონისგან.

images (4)

ბიოფსიის შედეგად მიღებულ სპერმატოგონების კრეოკონსერვაცია ხდება, სანამ მამაკაცი არ ისურვებს, რომ შვილი იყოლიოს.

ამჟამად, ლაბორატორია ცდილობს ფინანსების მოზიდვას. ისინი თვლიან, რომ მალე შექმნიან მრავალმილიარდიან ბიზნესს ბაზრის სეგმენტში, რომელშიც კონკურენტი არ ჰყავთ.

სხვა ექიმები კი მსგავს შესაძლებლობას სკეპტიკურად უყურებენ და სურთ ჯერ რეალური შედეგი დაინახონ.

პროფესორი Israel Nisand, ევროპის ბიოეთიკური ფორუმის თანადამაარსებელი, ამბობს: “თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს დიდი გარღვევაა მამაკაცთა უშვილობის პრობლემის მოგვარებაში”.

2551934

წყარო: World-SPERM-grown-lab-time-Scientists-claim-breakthrough-hope-infertile-men.html#ixzz3Zf4f3l90