გინესის წიგნის მამა რეკორდსმენი: მაროკოს სულთანი ისმაილ ას-სამინი… 888 შვილით!

ისმაილ ას-სამინის მამობრივი “ღვაწლი” მათემატიკაში 2015 წლის შნობელის პრემიის ლაურეატების კვლევის საგანი გახდა. 888 ბავშვი 30 წელიწადში – რეალურია?

Moulay Ismail.jpg

ისმაილ ალ-სამინი, რომელიც ისტორიაში ისმაილ სისხლისმსმელის სახელით შევიდა, ენერგიის ნაკლებობას მართლაც არ უჩიოდა.

ისმაილი ალაუტიდების დინასტიას მიეკუთვნებოდა. ეს დინასტია, სხვათა შორის, ახლაც მართავს მაროკოს.

მეფე – მუჰამედ 6 ისმაილის 500 ბიჭთაგან ერთ-ერთის შთამომავალია.

მუჰამედ 6-ს, წინაპართაგან განსხვავებით, ერთადერთი ცოლი ჰყავს, ლალა სალმა. ლალას პრინცესას ტიტული აქვს და ქვეყნის წესების თანახმად, დედოფალი ვერასდროს გახდება.

მუჰამედს 6-ს ორად-ორი შვილი ჰყავს, გოგო და ბიჭი.

(რაღაც სჭირთ მუსლიმ მმართველებს, თაობიდან თაობაში ლამაზი ცოლები მოჰყავთ, მაგრამ მაინც დიდად მძიმე შესახედავები არიან 🙁 )

султан

რაც შეეხება ისმაილ ალ-სამინს, იგი ცხოვრობდა 16451727 წლებში. იღბლიანი იყო, მისმა უფროსმა ორმა ძმამ, რომლებიც მანამდე იკავებდნენ ტახტს, დახოცეს ძმები კონკურენტები, ბოლო წინამორბედმა მოკლა ის, ვინც მანამდე იყო, თავად კი ცხენიდან ჩამოვარდა და ასე შეუერთდა წინაპრებს… და ტახტი 26 წლის ისმაილ ალ-სამინს ერგო.

ისმაილმაც, რა თქმა უნდა, დახოცა ყველა ნათესავი კონკურენტი.

ისმაილ ალ-სამინი ღებულობდა ელჩებს საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ინგლისიდან.

იგი ლუი 14-ს თანამედროვე იყო და სწორედ ეს ისმაილია Анн и Сержа Голон «Анжелика и султан»-ში გამოსახული.

ისმაილ ალ-სამინს მართლაც დაუძლეველი სწრაფვა ჰქონდა გამრავლებისკენ.

მან თავად ლუი 14-საც კი სთხოვა, ერთი შენი გოგო მომათხოვეო.

ისმაილს 500 ხასა ჰყავდა. და როგორც მაროკოული მატიანე გვამცნობს, 30 წლის განმავლობაში მან 500 ბიჭი და 388 გოგო შვა.

პატივცემული 81 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც იტყვიან, დიდი ოჯახით გარშემორტყმული.

იგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ყველაზე მრავალშვილიანი მამა.

 რეკლამა

მათთვის, ვისაც სურს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად

სახის უოპერაციო სკულპტურული პლასტიკა – გამაახალგაზრდავებელი იოგა. სახის კუნთების გავარჯიშება-გამკვრივების მეშვეობით 2-3 თვეში შეძლებთ:1) აღიდგინოთ სახის ოვალი.2) შეამციროთ მიმიკური ნაოჭები ტუჩებისა და თვალების გარშემო.3) მოიშოროთ უკონტროლო მიმიკა (შუბლის დაჭმუჭნა). 4) გაიუმჯობესოთ სახის ფერი. 5) მოიხსნათ სახისა და კისრის კუნთების დაძაბულობა და გაილამაზოთ გამომეტყველება. ვარჯიშის ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთი: 50 წუთი – სახის და კისრის ვარჯიშები. 25 წუთი – ფსიქოლოგიური განწყობის პრაქტიკა ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის. ტ. 551 90 99 50

Facebook: Face Yoga პიგმალიონის მეთოდი