გობეკლი-ტეპე – წარღვნამდელი ცივილიზაცია, რომელიც ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ ჩვ. წ-მდე 12 ათასწლეულით დაათარიღა

Göbekli Tepe – თურქულად გაბერილ გორას ნიშნავს. ასე ეწოდება ტაძრების კომპლექსს, რომელიც სომხეთის დაბლობზე მდებარეობს (თურქეთის ტერიტორიაზე). ეს ადგილი ყოველმხრივ უნიკალური და გამორჩეულია დღემდე აღმოჩენილ ყველა მეგალითურ ნაგებობას შორის. რატომ?

იმიტომ, რომ ამ ადგილზე შემდგომ არ დაფუძვნებულა მომდევნო ეპოქების ცივილიზაცია. Göbekli Tepe – მიწით იყო დაფარული და ჩვენამდე უცვლელად და შენახულად მოვიდა.

ამიტომაცაა, რომ ოფიციალურმა ისტორიამ იგი ჩვ.წ-მდე 12 000 -ით დაათარიღა, რაც პრონციპში, ყველა მის დოგმას ანგრევს… ამ დროს ხომ ადამიანები პირველყოფილ თემურ წყობილებაში უნდა ყოფილიყვნენ… Göbekli Tepe- კი მეგალითია, რომელიც მაღალგანვითარებულ ცივილიზაციაზე მიუთითებს.

რას წარმოადგენს Göbekli Tepe?

მრგვალი ფორმის 20-მდე ნაგებობას. აქ მრავალი T -ს ფორმის კოლონა დგას.

ზოგიერთი კოლონა რელიეფებითაა დაფარული.

კომპლექსს 15 მეტრის მიწაყრილი ფარავდა, 300 მეტრი დიამეტრში.

 

აღმოჩენის ისტორია

Göbekli Tepe -ის არსებობა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში იყო ცნობილი, მაგრამ მისი მნიშვნელობა მოგვიანებით გააცნობიერეს მეცნიერებმა.

ჯერ ჩათვალეს, რომ ეს ქვის ხანის სადგომი იყო.

დღესდღეობით დადგინდა, რომ Göbekli Tepe-ს მშენებლობა მეზოლითში დაიწყო და რამდენიმე ათას წელიწადს გრძელდებოდა.

არქეოლოგიური კომპლექსი 3 ძირითადი შრისგან შედგება.

ყველაზე ძველ, 3-ე შრეში აღმოჩენილია 3 მეტრის სიმაღლის კოლონები, ზედ გამოსახული ბარელიეფებით.

იატაკზე კი წრეზე დაბალი ქვის სკამები დგას.

ტაძარში ტახებისა და მელიების ქანდაკებები დგას.

ამჟამად გახსნილია (ბოლომდე გათხრილი) 4 ასეთი ნაგებობა. მათი დიამეტრი 10-დან 30 მეტრამდეა.

გეოფიზიკური კვლების შედეგად ცნობილია, რომ მიწაში კიდევ 16 ასეთი ნაგებობა იმალება.

მეორე კულტურულ შრეს ათარიღებენ  7500-6000 წელი ჩვ. წ-მდე.

აქ მრავლადაა სხვადასხვა ცხოველის გამოსახულება, ადამიანთა გამოსახულება კი ცოტაა – არის უთავო ადამიანის გამოსახულება და ასევე ხელების.

ტაძარში მრავალადაა ნაპოვნი ცხოველების ძვლები.

სავარაუდოდ, აქ მსხვერპლშეწირვა ტარდებოდა.

ჯერ-ჯერობით, გათხრები Göbekli Tepe-ს 5% ტერიტორიაზე ტარდება.

ვინ ააგო Göbekli Tepe?

აქ არსებული კოლონების წონა 10-დან 50 ტონამდეა.

ქვის კარიერი 500 მეტრში მდებარეობს. რომელ პრიმიტიულ ადამიანებს შეეძლოთ მსგავსი რამის აგება ნეოლითის ხანაში?

ჯერ-ჯერობით, Göbekli Tepe დახურულია ტურისტებისთვის, რადგან 2010 წელს აქედან მოიპარეს სტელა.

(Visited 5,099 times, 1 visits today)