დადგინდა: მდიდარი მშობლების შვილები უფრო ჭკვიანები არიან

თითქოს, რა კავშირია სიმდიდრესა და შვილების გონებრივ მონაცემებს შორის… მაგრამ, თურმე არის! ამ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი ნეირობიოლოგები, რომლებმაც, ერთი შეხედვით, უცნაური კვლევა ჩაატარეს.

 ექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 1100 ახალგაზრდამ 3-დან 20 წლამდე ასაკის. მეცნიერებმა შეაგროვეს დეტალური ინფორმაცია ოჯახების შემოსავლების შესახებ. შემდეგ კი მოზარდებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს და კოგნიტიური ტესტები გააკეთებინეს.

აღმოჩნდა…იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც მაღალი შემოსავალი აქვთ, 6% უფრო განვითარებული აქვთ ტვინის ის მონაკვეთები, რომლებიც კითხვასა და ენების შესწავლაზე აგებენ პასუხს. ნეირობიოლოგიის კუთხით, ეს ყურადსაღები მაჩვენებელია. ამის გარდა, ღარიბი ოჯახის შვილები გაცილებით უფრო ცუდად ართმევდნენ თავს კოგნიტიურ ტესტებს.

ასევე დადგინდა შემდეგი ფაქტი: არის პირდაპირი კავშირი მშობლების განათლებასა და შვილების გონებრივ მონაცემებს შორის. იმ ბავშვებს, ვის მშობლებსაც კარგი განათლება ჰქონდათ მიღებული, უფრო განვითარებული აქვთ გიპოკამპი – ტვინის სტრუქტურა, რომელიც პასუხს აგებს მეხსიერებასა და ყურადღების დაფიქსირებაზე.

წყარო:  http://www.nature.com/neuro/journal/vaop/ncurrent/full/nn.3983.html

ფოტოზე ბავშვი – სინდი კროუფორდის ვაჟია.