დავიწყებული ტექნოლოგიები – ეგვიპტის მუზეუმის არტეფაქტები

ეგვიპტის მუზეუმში დაცულია რამდენიმე არტეფაქტი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს კაცობრიობის ისტორიაზე  დამკვიდრებული შეხედულება. განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ქვის დამუშავების ტექნოლოგიაში ერკვევა.

Picture

ეს მუზეუმში დაცული გრანიტისგან გამოჭრილი ქვის ყუთია. მასზე არავითარი წარწერები არ არის. მას ძველი სამეფოს ხანას მიაკუთვნებენ. ახლა კი შეხედეთ ამ ფოტოს –

Picture

რა სიზუსტით არის დამუშავებული ზედაპირი!

ეს კი ის პრიმიტიული ქვის ინსტრუმენტებია, რომლებიც ნაპოვნია ეგვიპტეში, და როგორც გვარწმუნებენ, მათი საშუალებით ხდებოდა გრანიტის დამუშავება

Picture

ამ ქვაზე ნათლად სჩანს უამრავი ნაჭდევი, რომელიც აშკარად მექანიკური ხერხითაა გაკეთებული.

გრანიტი ძალიან მყარი ქვაა. დღეს მას მექანიკური იარაღით ამუშავებენ. ალტერნატიული ისტორიის მომხრეები კი სთვლიან, რომ შესაძლოა, არსებობდა ქვის დამუშავების უფრო მაღალტექნოლოგიური გზებიც,  ულტრაბგერისა და ვიბრაციის მეშვეობით.

ეს გასაოცარი თვალები იცით, რისგანაა დამზადებული?

ძველ ეგვიპტელი მოქანდაკეები თვალებს კვარცის კრისტალებისგან აკეთებდნენ და ქვისა თუ ხის ქანდაკებებში სვამდნენ. ეს ამ სახეებს გასაოცრად ცოცხალ გამომეტყველებას სძენს.

კვარცი საერთოდ არ არის ადვილი დასამუშავებელი, ეს კვარცისგან დამზადებული თვალის ლინზები კი  ძალიან მაღალტექნოლოგიურადაა დამუშავებული , რათა ასეთი, ნამდვილი თვალის მსგავსი სიპრიალე მიეღო.

დიორიტის ქანდაკებები

დიორიტი გრანიტზე უფრო მყარი მასალაა. ეგვიპტეში კი მისგან ქანდაკებებს აკეთებდნენ ზედაპირის  უნაკლო პოლირებით.

Picture

Picture

დღეს არავინ აკეთებს ასეთი მყარი მასალისგან ქანდაკებებს.

…და ყველაზე ამოუხსნელი არტეფაქტი

Picture

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური, დედამიწაზე ოდესმე ნანახ არტეფაქტებს შორის. თუ დავუჯერებთ წარწერას, რომელიც მუზეუმში მის დანიშნულებას აღწერს, ეს ყოფილა საყვავილე.

მაგრამ… ერთი შეხედვით ეს მეტალს ჰგავს. სინამდვილეში – ეს ქვაა. ეს უცნაური ნივთი ქვის ერთი ნაჭრისგან არის გამოკვეთილი. ეს რომ ქვის პრიმიტიული იარაღებით აკეთო, შეიძლება უამრავი დრო დაახარჯო სამუშაოს, ხოლო ქლიბის მეშვეობით კი იოლად დაიმსხვრევა ქვა – შეხედეთ გვერდითა თხელ ზოლებს. ქვაზე მომუშავე სპეციალისტები გეტყვიან, რომ ქვის ასე დამუშავება – ურთულესი ამოცანაა.

ხოლო ის, თუ რა დანიშნულება ჰქონდა ამ არტეფაქტს სინამდვილეში, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, იმიტომ რომ არაფერი, ამ ნივთის მსგავსი, ჯერ-ჯერობით არც ეგვიპტეში და არც არსად სხვაგან არ აღმოუჩენიათ.

რეკლამა mirchie-love. ge ზე

me 1

რა არის სახის ფიტნესი?
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,
1 საცდელი ვარჯიში უფასოა. ტ – 597 97 76 74
ამკვრივებს ყვრიმალების, ლოყების და ტუჩების გარემო ზონის კუნთებს.
YOUTUBE.COM
Facebook – Face Yoga პიგმალიონის მეთოდი
(Visited 752 times, 1 visits today)