დაკარგული ქალაქი კამბოჯაში – პნომ კულენი

ღრმად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უცნობი სამეფოს ნაშთი, რომელიც, სავარაუდოდ, ანკორ ვატის წინამორბედი უნდა ყოფილიყო.

აქ ფრანგი არქეოლოგი, Jan-Baptiste Chevance მუშაობს.

JB Chevance

თუმცა, დიდი ურბანული დასახლება, რომელიც 2012  ავსტრალიელმა არქეოლოგმა Damian Evans აღმოაჩინა,  ჯერ კიდევ ერთი საუკუნის წინ იპოვეს.

მაგრამ, მაშინ დაეკარგათ გზა ჯუნგლებში და ვეღარ მიაგნეს ხელმეორედ კვალს.

ქალაქი მდებარეობს 1300 ფუტის სიმაღლეზე, პლატოზე, რომელსაც Phnom Kulen ეწოდება.

არქეოლოგიურმა გათხრებმა, მაღალტექნოლოგიურმა ლაზერულმა კვლევებმა და ვერტმფრენიდან გაკეთებულმა ვიდეო გადაღებამ ცხადჰყო, რომ ქალაქი არქიტექტურულად უფრო სრულყოფილია, ვიდრე ეს ვინმეს შეეძლო წარმოედგინა – ტაძრების გავრცობილი კომპლექსი, სასახლეები,  სახლები და წყლით მომარაგების რთული სისტემა.

Phnom Kulen – მდებარეობს 25 მილის დაშორებაზე ანკორ ვატისგან, რომელიც აღმოცენდა სამი საუკუნის მერე, ქმერთა სამეფოს უდიდესი დედაქალაქი იყო და შესაძლოა, ყველაზე დიდი რელიგიური ცენტრი კაცობრიობის ისტორიაში.

ქმერთა სამეფო ბატონობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 9-15 საუკუნეებში.

Phnom Kulen, ისევე, როგორც ანკორში არის საკრალური ტაძრების კომპლექსები, რომლებიც ინდუისტურ ღვთაება ვიშნუს ეძღვნება და არაჩვეულებრივად რთული და დახვეწილი წყლით მომარაგების სისტემა – ყოველივე ეს შემდგომ გადაღებული და გაფართოებული იქნა ანკორ ვატში.

12 საუკუნეში ანკორ ვატში ბუდიზმი მოვიდა და ქალაქს თავისი კვალი დაასვა.

არაფერი არაა არქეოლოგისთვის ისეთი სანატრელი, როგორც დაკარგული სამეფოს აღმოჩენა.

19 საუკუნეში ფრანგმა არქეოლოგებმა, რომლებმაც მიაგნეს დაკარგულ ქალაქს ჯუნგლებში, აღწერეს  ტაძრის კარიბჭე, კედლები და წაიკითხეს მათზე ამოტვიფრული წარწერები, რომლებიც იუწყებოდნენ, რომ ქალაქს ეწოდებოდა Mahendraparvata (ღვთაება ინდრას მთა), ხოლო მისი ხელმწიფე იყო მეომარი-ბერი Jayavarman II, რომელმაც გააერთიანა რამდენიმე სამთავრო ერთ სახელმწიფოში, 9 საუკუნეში.

1936 წელს Phnom Kulen-ში ფრანგი არქეოლოგი Philippe Stern აწარმოებდა გათხრებს. მან 5 კვირაში 17 ტაძარი, ღვთაება ვიშნუს ქანდაკებები და დიდი ქვის პირამიდის კვალს მიაგნო. მას სწამდა, რომ მან  Mahendraparvata აღმოაჩინა. მაგრამ, მის აღმოჩენას მაშინ ყურადღება არ მიაქციეს.

შემდგ კი რეგიონში იყო საშინელი ომი და ტერორი, რომელიც წითელმა ქმერებმა მოაწყვეს.

Phnom Kulen -ი წითელი ქმერების ბოლო ნავსაყუდელი იყო. ბოლო წითელი ქმერი პარტიზანი, მათ შორის, მათი ლიდერი, პოლ პოტი, აქ ჯერ კიდევ 1998 წელს იმალებოდა.

ავსტრალიელი არქეოლოგი ევანსი იყენებს ლაზერულ ტექნოლოგიებს ლანდშაფტის შესასწავლად. ანუ, ბევრი ნაგებობა ჯუნგლებმა გადაფარეს, ლაზერი კი მწვანე საფარველის ქვეშ ნაგებობების დანახვის საშუალებას იძლევა. კომპიუტერული ტექნიკა სამგანზომილებიან სურათს ჰქნის.

Beyond Angkor: Inside the lost world of Phnom Kulen