dusty-bible-read-me

დიდი სქიზმა: მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების განხეთქილების ისტორია

თუ რა ისტორიული მოვლენები დაედო საფუძვლად დიდ სქიზმას, საუბრობს ბიბლიისტი მერაბ ქარჩავა.

დიდი სქიზმა — საეკლესიო განხეთქილება, რომელმაც ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად, მართლმადიდებელდა კათოლიკურ ეკლესიად გაჰყო.

დიდი სქიზმის თარიღად, ჩვეულებრივ, სახელდება 1054წელი, როდესაც რომის პაპლეო IX-ის დესპანმა კარდინალმა ჰუმბერტ სილვა-კანდიდელმა დაკონსტანტინოპოლისპატრიარქმა მიქაელ I კერულარიოსმა წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ერთმანეთი განკვეთეს. თუმცა ამგვარი ზუსტი დათარიღება ისტორიულად უმართებულოა. ფაქტობრივად რომის პაპი ზოგჯერ ამის შემდეგაც მოიხსენიებოდა მართლმადიდებლურ ლიტურგიაში. რომსა დაკონსტანტინოპოლს შორის ურთიერთობა ემოციურად გაუარესდა 1204წელს მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, როდესაც ვენეციელებმაქალაქი კონსტანტინოპოლი დაუნდობლად გაძარცვეს და ბიზანტიის ტერიტორიაზე ახალი ფეოდალური სახელმწიფო, ლათინთა იმპერია და ლათინთა საპატრიარქო შექმნეს. დღეს ისტორიკოსები თანხმდებიან, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიები გაიყო მზარდი გაუცხოების გამო, რომელსაც თან დაერთო პაპის ავტორიტეტის ზრდაც. განხეთქილებისათვის გადამწყვეტი აღმოჩნდა არა თეოლოგიური სხვაობები, არამედ საეკლესიო-პოლიტიკური ფაქტორები. მართლმადიდებელ ეკლესიას რომი საბოლოოდ გამოეყო 1729 წელს, როდესაც რწმენის გამავრცელებელმა კონგრეგაციამ მართლმადიდებლურ საიდუმლოებში თანაზიარება (communicatio in sacris) აკრძალა. ამის საპასუხოდ, 1755 წელს კონსტანტინოპოლის, ალექსანდრიისა დაიერუსალიმის პატრიარქებმა კათოლიკები მწვალებლებად გამოაცხადეს.ანტიოქიის საპატრიარქო მათ მოგვიანებით შეუერთდა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს გადაწყვეტილება არ მიუღია. კათოლიკეთა მწვალებლებად აღიარება მართლმადიდებელ ეკლესიას დღემდე არ წაუღია უკან, თუმცა 1054 წლის ანათემა პაპ პავლე VI-ის მიერ მოწვეული ვატიკანის მეორე კრებისა და მსოფლიო პატრიარქ ათინაგორა I-ის მიერ 1965 წლის 7 დეკემბერს ერთდროულად რომსა და სტამბოლში გაუქმებულად გამოცხადდა.