ლეგენდის თანახმად, ამ ქალაქს შეაფარეს თავი ელენე ტროანელმა და მისმა სატრფომ, პარისმა, როდესაც ელენას ქმარს გაურბოდნენ…
საუკუნეების მანძილზე მიჩნეული იყო, რომ ჰერაკლეონი მითოლოგიური ქალაქი იყო. 2000 წელს კი გასაოცარი აღმოჩენა გაკეთდა, ეგვიპტის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, აბუკირის ყურეში, ფრანგმა წყალქვეშა არქეოლოგმა Franck Goddio ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინა.
ის, რომ წყალქვეშა ქალაქი ნამდვილად ჰერაკლეონია, ადასტურებს აქ ნაპოვნი სტელა, რომელზედაც წერია – ჰერაკლეონი.
ახლა მიიჩნევენ, რომ ჰერაკლეონი მიწისძვრის შედეგად, ჩვ. წ.-ს 2-3 საუკუნეში ჩაიძირა. იგი 10 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.
დღეისთვის ზღვის სიღრმეებიდან ათასობით არტეფაქტია ამოღებული. არქეოლოგებმა იპოვეს 64 ეგვიპტური ხომალდი, 5 მეტრიანი ქანდაკებები, 700 ღუზა, 300 საშუალო ზომის ქამდაკება და უთვალავი ოქროს მონეტა. ის, როგორც ქალაქი გამოიყურება, იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ ჰერაკლეონი ჰყვაოდა და აქ დიდი სიმდიდრე იყო. Franck Goddio-ს თქმით, კიდევ 200 წელი დასჭირდება იმას, რომ არქეოლოგებმა შეძლონ მთლაიანად შეისწავლონ ჰერაკლეონი. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ზღვამ არაჩვეულებრივად შეინახა ყველაფერი და ჩვენამდე უცვლელად მოიტანა…