ელ ფუერტე დე სამაიპატა ბოლივიაში – წარღვნამდელი ცივილიზაციის გამოცანები

ელ ფუერტე დე სამაიპატა  (El Fuerte de Samaipata) იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეთანილი და ითვლება, რომ არაფერი მსგავსი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე არ არსებობს.

ოფიციალური ისტორიოგრაფიის თანახმად, თავდაპირველად სამაიპატა ააგო ხალხმა, რომელთაც ჩანე ეწოდებოდათ. ისინი ინკამდელ კულტურას წარმოადგენდნენ.

 

შემდეგ ამ ადგილას ინკებმა ააგეს თავიანთი სალოცავი.ები და საფორტიფიკაციო ნაგებობები.

გარკვეული ნაგებობები კი უფრო გვიან ხანაში ესპანელების მიერაა აგებული.

თუმცა, ათასობით ტურისტს, რომელიც აქ ყოველწლიურად ჩამოდის, სწორედ უძველესი ცივილიზაციის მიერ დატოვებული კვალი აინტერესებს.

იმის ახსნა, თუ რა დანიშნულება შეიძლება ჰქონოდა ამ ძალზედ უცნაურ ობიექტს, ოფიციალურ ისტორიის მომხრეებს არ აქვთ.

ყველაზე თამამი მოსაზრება არის ის, რომ სამაიპატა 1066 გალეის კომეტის ფრენას ეძღვნება და ამ მიზნით ააგეს იგი ინკებმა.

არაოფიციალური ისტორიის მომხრეები კი გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ეს ადგილი ძალიან ჰგავს კოსმოსური ხომალდის ასაფრენ ზონას.

როგორც სხვა უძველესი ცივილიზაციის ნაგებობები სამხრეთ და მესოამერიკაში, ამ ობიექტის დანიშნულება… მხოლოდ ტექნიკური შეიძლება იყოს. იგი არ ჰგავს სალოცავს, არც საცხოვრებელს. აქ რაღაცას აკეთებდნენ… ოღონდ, რას?

აქ ცხოველების გამოსახულება გხვდება და ამით გვაგონებს გობეკლი-ტეპეს.

gobekli-tepe-pillars-615

გობეკლი-ტეპე – წარღვნამდელი ცივილიზაცია, რომელიც ოფიციალურმა ისტორიოგრაფიამ ჩვ. წ-მდე 12 ათასწლეულით დაათარიღა

ეს სამაიპატაა, ქვემოთ კი ფრიგიის ველი – არის მსგავსება?

 

11

12 მილიონი წლის წინანდელი ტანკების ბორბლების ნაკვალევი ფრიგიის ველზე, თურქეთი

რა შეიძლებოდა ეკეთებინათ აქ?