ვაჯრა – ღმერთების იარაღი

ვაჯრა – ასე ეწოდება მითოლოგიურ და რიტუალურ იარაღს ინდუიზმში. ვაჯრას სიმბოლოს ვხვდებით მრავალ ცივილიზაციაში. სამეფო გვირგვინები და  გერბები შეიცავენ ვაჯრას სიმბოლიკას. რა იყო ვაჯრა სინამდვილეში?

ალტერნატიული ისტორიკოსები ცდილობენ დააკავშირონ ფაქტები – წარღვნამდელი ცივილიზაციის მაღალი ტექნოლოგიები ქვის დამუშავებისას, ატომური აფეთქების მსგავსი კვალი სხვადასხვა ადგილას… მაგ პუმაპუნკუ.

დედამიწაზე ერთხელ უკვე მოხდა ატომური ომი? პუმაპუნკუ. წარღვნამდელი ცივილიზაციების კვალდაკვალ

და ძველ ტექსტებში, მაგალითად ინდურ ეპოს “მაჰაბჰარატაში”, მოხსენიებული ღმერთების იარაღი.

ამ იარაღის მეშვეობით ღმერთები სტყორცნიდნენ ელვას,  აჩენდნენ გამანადგურებელ ცეცხლს, კვეთდნენ კლდეებს…

ამ იარაღს ჰქონდა ის ზემოქმედება, რომელსაც დღეს ჩვენ რადიოაქტიურს ვუწოდებთ, მას შეეძლო მოეკლა ჩანასახი დედის მუცელში, გამოეწვია დაავადება მრავალ თაობაში…

ვაჯრას სიმბოლო

ვაჯრა ინდუიზმში მთავარი ღმერთის, ინდრას იარაღია. სანსკრიტზე მას ორი მნიშვნელობა აქვს – ალმასი და ელვა.

ვაჯრა საკულტო სიმბოლოა ინდუიზმის საფუძველზე აღმოცენებულ ყველა რელიგიაში.

საინტერესო სხვა რამეა.. . იქნებ, ოდესღაც მართლა არსებობდა იარაღი, რომელსაც ჰქონდა გასაოცარი ძალა, ვაჯრა კი – მისი გამოსახულებაა?

ცნობილია ასეთი ფაქტი, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებმა მიატოვეს ერთი კუნძული, აბორიგენებმა გააკეთეს თივისგან თვითმფრინავები. ისინი მათთვის “ყოვლისშემძლე” ამერიკელებს განასახიერებდნენ.

შესაძლოა, ვაჯრა, როგორც რიტუალური ატრიბუტი, ოდესღაც რეალურად ყოვლისშემძლე “ღმერთების”, ანუ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის იარაღი იყო. და მას მართლაც შეეძლო ის, რაც მაჰაბჰარატაში წერია.

საინტერესო ისაა, რომ ვაჯრა არა მარტო ინდოელ ღმერთებს, არამედ სხვა ინდოევროპელ  ხალხთა ღვთაბებსაც უპყრიათ ხელთ.

 

ინდრას ვაჯრა

ვაჯრა შუმერებთან, ბერძნებთან, ჩინელებთან

მიტრას ბარელიეფი მოდენიდან

ბაბილონი

საბერძნეთი

ახლა შეხედეთ ამ გვირგვინებს, ისინი ვაჯრას პრინციპით არის გაკეთებული.

დააკვირდით მონეტებს, ვაჯრაა გამოსახული 8 და 12 მონეტაზე.

ეს ხმელთაშუა ზღვის რეგიონის მონეტები თარიღდება ჩვ.წ-მდე 500 -200 წლით.

შეხედეთ 12 მონეტას. მასზე გამოსახულია ლილი, სამეფო ძალაუფლების ჰერალდიკული სიმბოლო.

ევროპული სამეფო სახლების ჰერალდიკა

აწერია ფლორ დე ლიზ (ანუ, ლილი). მაგრამ, ძალიან ჰგავს ვაჯრას, არა?

ბუდისტური ვაჯრა

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

გვიპოვეთ Facebook – ზე

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

 

(Visited 2,095 times, 1 visits today)