თმის ნიღაბი, რომელიც სასწაულებრივად აღადგენს თმას

ბევრ ჩემს ნაცნობს, ვისაც თმა სცვიოდა და არაფერმა უშველა, ამ ნიღაბმა აღუდგინა თმა. სუსტი თმა ხდება ძლიერი და ბზინვარე. ძალიან შველით ქალებს, რომლებსაც მშობიარობის მერე აქვთ თმის ცვენის პრობლება.

ორ ნიღაბს შემოგთავაზებთ, ორივე ძალიან ეფექტურია. 

1 ნიღაბი იმ შემთხვევაში კეთდება, როდესაც თმის ცვენა მართლაც სერიოზულ პრობლემად იქცა.

ასეთ შემთხვევაში უნდა გადაიპარსოთ თავი მზარდ მთვარეზე, ქალწულის ან ლომის ზოდიაქოში (არ გააკეთოთ ეს დაღმავალ მთვარეზე, განსაკუთრებით კი თევზის ან კიბორჩხალას ზოდიაქოში).

თუ გადაპარსვა ძალიან გიჭირთ, ძალიან მოკლედ შეიჭერით.

თავზე ისვამთ აბუსალატინის ზეთს. დიახ, მხოლოდ აბუსალატინის ზეტს. გაიკარით თავი ნაჭრით. და, გინდათ ეს სამი დღე სახლში გაატარეთ, გინდათ ლამაზად შემოიხვიეთ თავზე თავსაბურავი და გარეთ ასე იარეთ… 3 დღე ნიღაბი უნდა იყოს თავზე.

3 დღის მერე ჩამოიბანეთ და ერთი დღე დაასვენეთ თმა.

შემდეგ ისევ 3 დღე ნიღაბი, 1 დღე დასვენება. და ისევ 3 დღე ნიღაბი.

ანუ, სულ 3-ჯერ სამ-სამი დღე.

შედეგი – არაჩვეულებრივია. ხშირი, ძლიერი, ჯანსარი თმა ამოგივათ, თუ ყველა წესს დაიცავთ.

2 ნიღაბი

როდესაც პრობლემა ძალიან მძიმე არ არის და თმას გამოცოცხლება და გაჯანსარება სჭირდება:

1 ს. კ. თაფლი.

1 ს. კ. აბუსალატინის ზეტი

1 ს. კ. კონიანი

1 ს. კ. ლიმონის წვენი

1 კვერცხის გული

1 ს. კ. ზეითუნის  ზეტი.

აურიეთ ერთმანეთში, შეიზილეთ თავის კანში, წაისვით ეს ნიღაბი თმის ბოლოებზე და თმა გამოცოცხლდება.

მინიმუმ, 2 საათი გაიჩერეთ. რაც უფრო დიდხანს გაიჩერებთ, მით უფრო კარგი შედეგი გექნებათ.

ჯანმრთელობას გისურვებთ.

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

სიახლე ფიტნეს სახლ “იუნონაში”: სახის უოპერაციო სკულპტურული პლასტიკა – გამაახალგაზრდავებელი იოგა.

სახის კუნთების გავარჯიშება-გამკვრივების მეშვეობით 2-3 თვეში შეძლებთ: 1) აღიდგინოთ სახის ოვალი 2) შეამციროთ მიმიკური ნაოჭები ტუჩებისა და თვალების გარშემო 3) მოიშოროთ უკონტროლო მიმიკა (შუბლის დაჭმუჭნა) 4) გაიუმჯობესოთ სახის ფერი 5) მოიხსნათ სახისა და კისრის კუნთების დაძაბულობა და გაილამაზოთ გამომეტყველება.
ვარჯიშის ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთი:
50 წუთი – სახის და კისრის ვარჯიშები
25 წუთი – ენეერგეტიკული ვარჯიში და ფსიქოლოგიური განწყობის პრაქტიკა ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის.https://www.youtube.com/watch?list=PLVni5m00EwEDK_b510LkfvQhUA1JxZJx_&v=f3GDq4QLflM