muslim-feminism3-450x259

იემენელი ბავშვი პატარძლისა და მუსლიმი კულტის მსახურის დებატები. ქედს ვიხრი ამ გოგონას წინაშე!

უმეტესობა არაბულ ქვეყნებში პატარა გოგონებზე სექსუალური ძალადობა – მამა-პაპათა ტრადიციაა, რომელსაც მუსლიმური კულტის მსახურები გააფრთებით იცავენ.  მაგრამ, ნახეთ, რამხელა ღირსებაა ამ პატარა გოგონაში, რამხელა სითამამე შეებრძოლოს მახინჯ ადათს!

ორი სიტყვით, ნადა ალ-აჰდალის ისტორია: 10 წლის ასაკში მას მშობლებმა გათხოვება დაუპირეს. გოგონა, ბიძის დახმარებით, სახლიდან გაიქცა და Youtube-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც მიმართავს დედას: რა დაგიშავე, რომ ცხოვრებას მინგრევ? განა ცუდი შვილი ვიყავი შენთვის? მე პატარა ბავშვი ვარ. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე გამათხოვო.

ამის მერე ნადა ალ-აჰდალი იემენის ტელევიზიაში მიიწვიეს, სადაც მისი ოპონენტი – მუსლიმი კულტის მსახური იყო. ამ ვიდეოს შემხედვარე გულგრილი ვერავინ დარჩება.

ნადა ალ-აჰდალის, ჟურნალისტისა და მოლას საუბარი.

ჟურნალისტი: “რამდენი წლის იყავი, როდესაც გათხოვება დაგიპირეს?”

ნადა: “ათი წლის”.

ჟურნალისტი: “რამდენი წლის იყო კაცი, ვისთვისაც უნდა მიეთხოვებინეთ?”

ნადა: “26 წლის”.

ჟურნალისტი: “როდესაც გითხრეს, რომ გათხოვებას გიპირებენ, რა იცოდი ქორწინების შესახებ?”

ნადა: “მათ მითხრეს, რომ ეს თამაშია. მაგრამ, ეს ასე არ არის. ეს  შენ მოსამსახურედ გაქცევს და იმაზე უფრო დიდ ტვირთს გადებს მხრებზე, ვიდრე შეგიძლია ზიდო”.

ჟურნალისტი: “შენმა მშობლებმა გითხრეს, რომ ქორწინება – თამაშია?”

ნადა: “დიახ”.

ჟურნალისტი: ” იცი, რა თანხა გადაუხადა საქმრომ შენს მშობლებს?” (ურვადზეა საუბარი)

ნადა: “დიახ”.

ურნალისტი: ” რამდენი?”

ნადა: “2000 დოლარი”.

ამ დროს, სტუდიაში შემოდის ეგვიპტელი მუსლიმი კულტის მსახური Sheikh Abu Yahya.

იგი განმარტავს: “არის განსხვავება შეთანხმებით ქორწინებასა და კონსუმირებულ ქორწინებას შორის (ანუ, როდესაც ადგილი ჰქონდა სქესობრივ კავშირს). შეთანხმებით ქორწინება  პირველი დღიდან შეიძლება მოხდეს. როდესაც გოგონა დაიბადა და პირველი სუნთქვა გააკეთა, მის მეურვეს, და ეს მხოლოდ გოგონას მამა შეიძლება იყოს – ამასთან დაკავშირებით არსებობს კონსენსუსი მუსლიმურ სამყაროში – აქვს უფლება გოგონა გაათხოვოს. ეს არის საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება, და შესაძლოა, ჩემი ბებიები და ბაბუები და თქვენი ბებიები და ბაბუები ასე დაქორწილდნენ.  ბიჭს ინახავენ გოგოსთვის და პირიქით.

ჟურნალისტი: “და რომელ ასაკშია გოგონა მზად ქორწინებისთვის?”

Sheikh Abu Yahya: ” სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვანაირადაა, გოგონაზეა დამოკიდებული. ზოგი 9 წლის ასაკშია მზად, ზოგი კი 25 წლის ასაკშიც არ არის”.

ჟურნალისტი:” “თუ თქვენ გყავთ ქალიშვილი, რომელსაც ქალური წელი 9 წლის ასაკში დაეწყო…”

Sheikh Abu Yahya: “მე მას უეჭველად გავათხოვებ. თუ მას ქალური წესი დაეწყო…”

ჟურნალისტი:  “გაათხოვებთ?”

Sheikh Abu Yahya: “რადგან ამბობთ, რომ მას ქალური წესი დაეწყო, ესე იგი, კი”.

… გადაცემის ბოლოში ნადა ამბობს: “ჩემი ბოლო სიტყვები მიმართულია არაბული სამყაროს მიმართ. იმედია, ყველა გოგონა გააკეთებს იმას, რაც მე გავაკეთე. მაგრამ, არავინ არის, ვინც მათ დაეხმარება. იმედია, რომ შეიქმნება ორგანიზაცია და მერე 90% გოგონები გათავისუფლდებიან (იძულებით ქორწინებისგან). ასე იქნება, თუ იარსებებს ორგანიზაცია, რომელიც ბავშვებს დაიცავს და არ იმოქმედებს მათს საწინააღმდეგოდ. ასეთმა ორგანიზაციამ უნდა დაიცვას ბავშვები ყველაფრისგან, არა მარტო ქორწინებისგან. აი, ეს არის, რაც მინდოდა მეთქვა”.