იესო ქრისტე და ყურანი – რას ამბობს ისლამი მაცხოვარზე?

ისლამი იესო ქრისტეს მოიხსენიებს, როგორც – ისა იბნ მარიამს ( ანუ იესო მარიამის შვილი). ისა იბნ მარიამი ისლამში ერთ–ერთი ყველაზე სათაყვანებელი წინასწარმეტყველია. მისი მეორედ მოსვლა ყურანში არაა ნახსენები, სამაგიეროდ ამაზე წერენ ჰადისებში.

\ ისა იბნ მარიამი არაბულად

 

რა აქვთ საერთო ისა იბნ მარიამსა და იესო ქრისტეს?

მუსულმანთა მოსაზრებით, ისა იბნ მარიამი რწმენით – მუსლიმია.  იგი ალაჰის გზავნილად და ახალი კანონის ფუძემდებლად ითვლება.

ყურანი საკმაოდ დეტალურად აღწერს ისას დაბადებას და ადარებს მას ადამს, რამეთუ ორივე მამის გარეშე დაიბადნენ.

დაბადების მერე მან უბრძანა მარიამს, გაჩუმებულიყო და არავისთვის გაემხილა მისი სასწაულებრივი დაბადება.

და როდესაც იუდეველებმა დაუწყეს მარიამს შეურაცხყოფის მოყენება და ბრალი დასდეს გარყვნილებაში, ისა ალაპარაკდა და თქვა, რომ იგი ალაჰის გზავნილია.

ებრაელებმა მიმართეს რომაელ მეფის ნაცვალს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა მარიამი, რადგან მან უქმროდ გააჩინა ბავშვი.

ამის გამო ისა და მარიამი  ეგვიპტეში გაიქცნენ.

ხოლო როდესაც ისა 12 წლის იყო, დაბრუნდნენ ნაზარეთში.

რამდენია სახარებასთან დამთხვევა? 20%?

ყველაფერი მნიშვნელოვანი ამოღებულია, მოგვების ისტორია, ჰეროდეს ისტორია, იოსებიც მოშთეს და მარიამის ასაკიც კი შეცვლილია და იგი 23 წლისაა, იესოს რომ აჩენს.

ღვთისმშობელი დაახლოებით 15 წლის იყო, როდესაც შვა იესო.

შემდგომი ისტორია:

30 წლის ასაკში ისა წინასწარმეტყველი გახდა.

იგი დაკავშირებულია მუჰამედთან, რამეთუ იწინასწარმეტყველა წინასწარმეტყველის მოსვლა, “რომლის სახელიცაა  აჰმადი”.

მას ეხმარებოდა მთავარანგელოზი ჯიბრაილი.

ისა სასწაულებს ახდენდა, გააცოცხლა მკვდრები და ასევე თიხის ჩიტის ფიგურები, განკურნა ავადმყოფები.

მან დააწესა კანონი, რომელმაც გააგრძელა მოსეს რჯული, მაგრამ გააუქმა ძველი კანონები და ერთადერთი მართალი რელიგია იყო მუჰამედის მოსვლამდე.

აქ, ავტორი არ უღრმავდება ქრისტიანული რელიგიის არსს, რომელიც გადმოცემულია მრწამსში:

მრწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა;

და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა.

ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთარსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა.

რომელი ჩუენთვის, კაცთათვის და ჩუენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა.

და ჯუარს ეცვა ჩუენთვის პონტოელისა პილატესზე და ივნო, და დაეფლა.

და აღსდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა.

და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა.

და კუალად მომავალ-არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ.

და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყველთა მიერ.

ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა.

მოველი აღდგომასა მკუდრეთით.

და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.

ისლამი ამ მრწამსის ყველა ფუნდამენტალურ პრინციპს უარჰყოფს… მაგრამ, მაინც ამბობს, ისას სწავლება იყო ყელაზე სწორი რელიგიაო. ნეტავი, კონკრეტულად რა იგულისხმება?

ჯვარცმა

აი, რას წერს ამის შესახებ  არაბი ისტორიკოსი და ყურანის მცოდნე იბნ კასირი Ибн Касир. მან ეს იბნ აბბასისგან შეიტყო: Ибн Аббас

ებრაელებმა სთხოვეს  პილატეს ქრისტეს დასჯა. პილატემ მისი ჯვარცმა და თავზე  ეკლიანი გვირგვინის ჩამოცმა ბრძანა. წავიდნენ ჯარისკაცები იმ სახლში, სადაც ისა იყო…. და აქედან იწყება ყველაზე საინტერესო…

სერობა

 

ისა ამ დროს იყო მოციქულებთან ერთად. როდესაც მიხვდა, რომ ჯარისკაცები ახლა სახლში შემოიჭრებოდნენ, მოციქულებს უთხრა: ” ვის უნდა ჩემი მსგავსი გახდეს და ჩემი თანმხლები იყოს სამოთხეში?”

ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა თქვა, მე მინდაო. ისამ, არა შენ ძალიან ახალგაზრდა ხარო და სხვებს ჰკითხა, იქნებ ვინმე სხვამ მოინდომოსო? სამჯერ ჰკითხა, მაგრამ არავის მოუნდა.

მაშინ ისამ იმ ბიჭს უთხრა, კარგი, შენ იყავიო. და ის ბიჭი ისას სრული ასლი გახდა.

ამის მერე ისას ჩაეძინა და ჭერში ნახვრეტიდან ამაღლდა ცად.

ებრაელებმა ის ბიჭი რომ დაინახეს, დაიჭირეს და ჯვარს აცვეს.

ისლამი უარჰყობს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქრისტიანობაში – ევქარისტია და ჯვარცმა კაცთა ცოდვების გამოსასყიდლად.

ევქარისტია – ანუ ზიარება, რომლითაც ქრისტემ ბოლო მოუღო სისხლიან მსხვერპლშეწირვას.

მართალია, ზოგიერთ ვაი ქრისტიანს ეს ვერ გაუსიგრძეგანებია და კვლავაც აგრძელებენ სისხლიან რიტუალებს.

ისევე, როგორც ისლამში, ბაირამობა – ეს არის აბრაამის მსხვერპლის გახსენება და მთელს ისლამურ სამყაროში ხოცავენ ცხვრებს, როგორც ჩვენთან ლომისობაზე.

მაგრამ, გავაგრძელოთ ისას ისტორია…

ისა ამაღლდა ზეცად და იქ იქნება მეორედ მოსვლამდე.

მეორედ მოსვლა ისლამში

ყურანში ამაზე არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ, ჰადისებშია. სამყაროს დასასრულის წინა დღეს ისა დაბრუნდება პალესტინაში. (რატომ? იმიტომ, რომ მოსეს რჯულიც ამას ამბობს და აქ ჰადისების ავტორებმა გადაწყვიტეს ეს ორი ამბავი მოერგოთ თავიანთი იდეოლოგიისათვის).

ომაიადების მეჩეთი, რომელზედაც ისა ჩამოვა მეორედ მოსვლისას

ისა შეებრძოლება ცრუმესიას დადჯალს და მოკლავს მას. რის მერეც ალაჰი, მისი ლოცვით გაწყვეტს Яджудж и Маджудж ტომებს, ისა დაამყარებს სიკეთესა და სამართლიანობას ქვეყანაზე.

მეორეთ მოსვლისას ისა ისლამური შარიათის კანონით იხელმძვანელებს.

და შემდეგ…?

შემდეგ ისა მოკვდება და მედინაში მუჰამედის გვერდით დაიკრძალება.

ამ მეჩეთში უკვე გამოყოფილია ადგილი, სადაც ისას დაკრძალავენ. მისი ნახვა ყველას შეუძლია.

ყურანში ისა 25–ჯერაა ნახსენები.

ყურანი ხაზს უსვამს, რომ ისა არც ღმერთია და არც ალლაჰის შვილი, არამედ მისი ყმაა. მაგრამ, მეორედ მოსვლა და ანტიქრისტეს დამარცხება მაინც მასზეა…

ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში ისას უკანონოდ გაჩენილ ბავშვებს არქმევენ.

p.s  პირველად რომ წავიკითხე, ვერ დავიჯერე და სხვა წყაროებშიც გადავამოწმე.

თავად გააკეთეთ დასკვნა, როგორ იქმნება იდეოლოგიები. მოკლედ, ცხვარი არ უნდა იყო.

p.s. ზოგიერთ ჩვენს მკითხველს ეჭვიც კი შეეპარა ამ ინფორმაციის სისწორეში. ამიტომ, რათა არ იფიქროთ, რომ Holly Fingers საკუთარ აზრებს ავრცელებს, არამც და არამც.

ეს პოპულარული ისლამური საიტია islam-today.ru

ეს კი ისას ისტორია ამ საიტზე:

http://islam-today.ru/veroucenie/kogda-i-gde-sostoitsa-vtoroe-prisestvie-proroka-isy-a-s/

 

 

(Visited 6,754 times, 1 visits today)