rannyaya-sedina

კარტოფილის ქერქის ნახარში ჭაღარის წინააღმდეგ?

ეს რეცეპტი თავად არ გამომიცდია, მაგრამ იქნებ მართლაც შველის? ღირს ვცადოთ.

უნდა ავიღოთ კარტოფილის ქერქი, რაც მოგვრჩება კარტოფილის გათლის მერე, 5-6 ცალის ქერქს დავასხათ 2-3 ჩაის ჭიქა წყალი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 30 წუთი.

შემდეგ ამოვიღოთ ქერქები, ნახარში კი მაცივარში შევინახოთ.

ნახარში უნდა გადავივლოთ თავზე თმის დაბანის მერე და აღარ ჩამოვიბანოთ.

გვირჩევენ ვიხმაროთ ხშირად და 2-3 თვეში ჭაღარა თანდათან გაქრებაო.

არ ვიცი, მაგრამ ცდა ღირს.  თუ ვინმეს შედეგი გექნებათ, აუცილებლად გაგვიზიარეთ.