The_Difference_Between_Normal_And_Cancer_Cells

კიბოს 10 სიმპტომი, რომელსაც ყურადღებას არ აქცევენ

კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა შანსია დაძლიო იგი. ზოგიერთი სიმპტომი საკმაოდ აშკარაა, მაგრამ უმეტესობა არ აქცევს მათ ყურადრებას. ეს სიმპტომებია –

1. გართულებული სუნთქვა

ფილტვების კიბოს ერთ-ერთი სიმპტომია გართულებული სუნთქვა (одышка, Shortness of Breath) და სახასიათო სტვენის ხმა სუნთქვისას. ხშირად ამ სიმპტომს ასტმასთან ასოცირებენ და უყურადღებოდ ტოვებენ.

2. ქრონიკული ხველა და ტკივილი გულმკერდის არეში

ლეიკემიას და ფილტვების კიბოს ხშირად ახლავს თან ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა ხველა და ბრონჰიტი. თუ სიმპტომები ხანგრძლივია, ექიმს უნდა მიმართონ.

3. ხშირი ინფექციები ლეიკემიის ერთ-ერთი ნიშანია.

4. ყლაპვის პრობლემები

ყლაპვასთან დაკავშირებული პრობლემები ასოცირდება საშვილოსნოს ყელის კიბოსთან და  ფილტვების კიბოსთან.

5. ლიმფური კვანძების ზრდა იღლიასა და საზარდულში

იღლიაში კვანძები სარძევე ჯირყვლების კიბოს ნიშანი შეიძლება იყოს, ხოლო საზარდულში – ლეიკემიის.

6. ხშირი და უმიზეზო ჩალურჯებები

ეს შეიძლება იყოს სისხლის წითელი უჯრედების ანომალური აქტივობის შედეგი და ლეიკემიის სიმპტომი. ჩალურჯებები თითებზე და ხელისგულებზე, ასევე წითელი ლაქების გაჩენა სახეზე, კისერზე და გულმკერდზე, ეს ის სიმპტომებია, რომელსაც უნდა ყურადღების მიქცევა.

7. რექტალური სისხლდენები

სწორი მაწლავისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს ერთ-ერთი სიმპტომია რექტალური სისხლდება და სისხლი განავალში.

8. წონაში უეცარი კლება

ეს მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს.

9. მუცლის არეში ხშირი ტკივილი

შეიძლება იყოს საკვერცხეების კისტას ნიშანი.

9. ცვლილებები ფრჩხილებზე

ფრჩხილების უცნაური ცვლილებები კიბოს ნიშანი შეიძლება იყოს. შავი და ნაცრისფერი ზოლები და წერტილები ფრჩხილებზე კანის კიბოს სიმპტომი შეიძლება იყოს. ფერმკრთალი ან თეთრი ფრჩხილები კი იმის ნიშანია, რომ ღვიძლი არ მუშაობს სათანადოდ.

Source: www.healthyfoodteam.com