jackie-and-charles

კინოვარსკვლავები, რომელთა მშობლებიც კრიმინალები იყვნენ

მსახიობი ჯეკი ჩანის მშობლების ისტორია თავადაა კარგი სიუჟეტი ფილმისათვის. მამამისმა, ჩარლზ ჩანმა ჩინეთის სამოქალაქო ომი გამოიარა და ნაციონალისტების აგენტი იყო. ერთხელ, ორი ტყვიაც მოხვდა კომუნისტებისგან. დედამისი ლი-ლი, სანამ ჩარლზს გაიცნობდა, უკვე ქვრივი იყო, უჭირდა მატერიალურად და გადაწყვიტა ოპიუმით ვაჭრობისთვის მოეკიდა ხელი. იყიდა კიდეც ოპიუმი, მაგრამ პორტში ინსპექციამ დააკავა, რომელსაც ჩარლზ ჩანი ხელმძღვანელობდა.

jackie-chan-parents-jpg

ალბათ, ჩარლზს იმთავითვე მოეწონა ლი-ლი, იმიტომ რომ… გაათავისუფლა. ამის მერე ლი-ლიმ აზარტულ თამაშებს მიჰყო ხელი და ძალიან წარმატებულადაც. საბოლოოდ, ჩარლზი და ლი-ლი დაახლოვდნენ, იქორწინეს და… ჯეკი ჩანის მშობლები გახდნენ.

 

 

1788286643-copyვუდი ჰერელსონის მამის  ცხოვრება არანაკლებ კინემატოგრაფიულია. ჩარლზ ჰერელსონმა, რომელსაც ენციკლოპედიებით ვაჭრობაში არ გაუმართლა , შეიცვალა პროფესია და ქილერი გახდა. პირველი მისი მსხვერპლი ალან ჰერი ბერგი იყო, ხალიჩებით მოვაჭრე და სხვა ხალიჩებით მოვაჭრის კონკურენტი. კონკურენტმა დაიქირავა დამწყები ქილერი 2500 დოლარად, რის მერეც ბერგი უკვალოდ გაქრა. ჩარლზი დაიჭირეს, მაგრამ გაამართლეს და გაათავისუფლეს. იმავე წელს მას ბრალად დაედო ტეხასელი ხორბლეულით მოვაჭრის, სემ დეგელიას მკვლელობა, რომელიც მისი სიცოცხლის დაზღვევის თანხის მისაღებად მოკლეს. ჩარლზი აქაც გაამართლეს, მაგრამ 1973 წელს საქმეს გადახედეს და იგი15 წლით ჩასვეს ციხეში. ჩარლზს ახასიათებდნენ, როგორც გამორჩეული ხიბლის მქონე ადამიანს. ის მხოლოდ 5 წელი იჯდა ციხეში და სანიმუშო საქციელისთვის დროზე ადრე გაათავისუფლეს. მაგრამ 1979 წელს იგი კვლავ დაიჭირეს ფედერალური მოსამართლის, ჯონ ჰ. ვუდ ჯუნიორის მკვლელობისთვის, რომელიც იმ დღეს იქნა მოკლული, როდესაც ნარკოტიკებით მოვაჭრის, ჯემიელ ჩაგრასთვის განაჩენი უნდა გამოეტანა. ამჯერად მოსამართლეებმა შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ჩარლზი ნარკოდილერმა დაიქირავა და მას 2 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. იგი 2007 წელს გარდაიცვალა.

lindsay-and-michael-lohanლინდსეი ლოჰანი.    მისი კინემატოგრაფიული კარიერის დასაწყისში, მამამისი მაიკლი, უოლ სტრისის ტრეიდერი,  სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, პირველად მოხვდა ციხეში. გამოძიება მიმდინარეობდა ინსაიდებული ვაჭრობის თაობაზე. მაიკლმა სამი წელი გაატარა ციხეში და კიდევ 5 წელი პირობითი მიესაჯა, რომელიც მან დაარღვია, როდესაც ქალიშვილთან კალიფორნიაში გაფრინდა. რისთვისაც კიდევ ერთი წელი მიესაჯა. თითქოს, ციხეში ოთხ წელიწადს უნდა გამოესწორებინა მაიკლი, მაგრამ პირიქით მოხდა, იგი კიდევ არაერთგზის იქნა დაკავებული, მათ შორის, ოჯახში ძალადობის ბრალდებითაც. ალბათ, ამან ცუდი გავლენა იქონია ლინდსიზეც, რომელსაც ასევე აქვს პრობლემები კანონთან.