კორეული სილამაზის ეტალონი – მსახიობი song hye kyo

სამხრეთ კორეელს რომ ჰკითხო, ვინ არის ყველაზე ლამაზი კორეეელი ქალი, უმეტესობა სონ ჰე გეს დაასახელებს , რომელიც არაერთგზის იქნა მიჩნული კორეული სილამაზის ღვთაებად.

სონ ჰე გე (სონ – გვარია, ჰე გე – სახელი) დაიბადა 1981 წლის 22 ნოემბერს და იმდენად სუსტი იყო, რომ მშობლებს არ ეგონათ, თუ ბავშვი გადარჩებოდა. მაგრამ, გოგონა გადარჩა და მხოლოდ ამის მერე გააფორმეს მისი დაბადების მოწმობა და დაბადების თარიღად 1982 წლის 22 თებერვალი მოუთითეს.

song-hye-kyo

ასეთია ოფიციალური ვერსია დაბადების თარიღთან დაკავშირებით. მაგრამ, შეიძლება ვივეჭვოთ, რომ მშობლებმა განზრახ შეუცვალეს დაბადების მოწმობაში თარიღი, იმიტომ რომ სამხრეთ კორეაში ძალიან სჯერათ ჰოროსკოპების და… ფაქტია, რომ ახალმა თარიღმა გაამართლა სონ ჰე გეს ცხოვრებაში.

hye-ky10

პირველად ეკრანზე სონ ჰე გე 1996 წელს გამოჩნდა. პოპულარობა კი 2000 წელს მოიპოვა, როდესაც ითამაშა სერიალში Autumn in My Heart . რიც მერეც გააგრძელა წარმატებული ტელე და კინოკარიერა.

Korean movies - song-hye-kyo-wallpaper

სონ ჰე გემ 2011 წელს გამოუშვა წიგნი Song Hye-kyo’s Moment, რომელშიც მისი, მსოფლიოს წამყვანი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოებია. ფოტოსესია მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში გაკეთდა. წიგნი ბესტსელერი გახდა.

songhyekyo-harpers-bazaar-2

2011 წელს სონ ჰე გე გახდა პირველი აზიელი მსახიობი, რომელმაც კონტრაქტი გააფორმა ფრანგულ გლობალურ კომპანიასთან Effigies, რომელმაც გააკეთა ყველაფერი მის ევროპულ ბაზარზე წარსადგენად. 2012 წელს მან გამოსცა წიგნი, ფოტო-ესსე, სახელწოდებით Time for Hye-kyo.

songhyekyo_laneige2010_perfectlashmascara

სონგ ჰე გე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სარეკლა

Song Hye Kyo (23)მო მოდელია. იგი წარმოადგენს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა  Laneige, Levi’s Lady Style, Etude House, Whitea, Aritaum, Innisfree, Roem, McDonalds Ice Cream, Conway ,Nintendo DS Animal Crossing, Olay, LG, FHM, Vivien Bra, and J.ESTINA.

პირადი ცხოვრება: კორეელ სელებრითებს საერთოდ დიდი პრობლემები ექმნებათ, როდესაც მათი რომანტიკული ურთიერთობების შესახებ მათი ფანები იგებენ. რატომღაც, ისინი ამას ძალიან განიცდიან 🙂 ამიტომაც, სელებრითები გულდასმით მალავენ თავიან პირად ცხოვრებას.

ამჟამად, ცნობილია, რომ სონ ჰე გეს ორი რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. პირველი, მსახიობი Lee Byung-hun გახლდათ, მეორე, ასევე მსახიობი Hyun Bin.

songhyekyo

2011 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სონ ჰე გემ თქვა: “დრო, როდესაც მეშინოდა მიკროსკოპის ქვეშ ცხოვრება – წარსულშია. აღარ მეშინია ეგეთი რაღაცეების. იმას ვაკეთებდი, რაც ნორმალური იყო ჩემი ასაკის ახალგაზრდა ქალისთვის”.

20150226040918_1_1424923758

ულამაზესი 33 წლის სონგ ჰე გე ჯერაც გაუთხოვარია და მთელს აზიასა და მის ფარგლებს გარეთ მილიონობით მამაკაცის ოცნების ობიექტია.

song_hye_kyo_hyun_bin_best_couple20080506095705.338.0