eroziya-zheludka-1

კუჭის ეროზია – რა ვქნათ, როდესაც წამლები არ შველის

ამ სტატიაში მოვაგროვეთ ხალხური მედიცინის ყველაზე ეფექტური მეთოდები,რომლებმაც უშველა იმათ, ვისაც წამლებმა არ უშველა.

ითვლება, რომ კუჭის ეროზიას უმეტესწილად, ორი ფაქტორი იწვევს: ჰელიკობაქტერიები ან სტრესი. ამათ გარდა, არის სხვა ფაქტორებიც, როგორებიცაა არასწორი კვება, ქრონიკული დაავადებები… მაგრამ, ეს ორი მაინც ძირითადია.

ჰელიკობაქტერიების შემთხვევაში პაციენტს უნიშნავენ მედიკამენტოზურ მკურნალობას, რაც შეიცავს ანტიბიოტიკს.

თუ არ უშველა, ესე იგი, მიზეზი არაა ბაქტერიებში.

მაშინ… ექიმების იმედი ნაკლებად უნდა იქონიოს კაცმა, იმიტომ რომ უსაშველოდ გამოგიწერენ ძვირადღირებულ წამლებს, რომელთა ეფექტი დიდხანს არ გრძელდება.

როგორ ვუშველოთ თავს?

რეცეპტი: დინდგლი, კარაქი, თაფლი.

დინდგლი 30–50  გრამი 300 გრამ კარაქზე 200 გრ. თაფლი.

დინდგელი გაყინეთ, და სანამ ცივია და არაა წებოვანი, გახეხეთ სახეხზე (არც ისე რთულია, სანამ გაყინულია)

გახეხილი დინდგელი ჩაყარეთ 300 გრ ნატურალურ სოფლის ახალ კარაქში, და შემოდგით ცეცხლზე წყლის აბაზანაზე.

დაახლოებით 15–20  წუთი დასჭირდება, რომ დინდგელი კარაქში გაიხსნას.

შემდეგ, ჩამოიღეთ ცეცხლიდან, აურიეთ თაფლი და რომ გაგრილდება, შეინახეთ მაცივარში.

უნდა მიიღოთ ყოველი ჭამის წინ, 2/3 ჩაის კოვზი.

შეგიძლიათ გახსნათ თბილ რძეში,

შეგიძლიათ დააყოლოთ თბილი გვირილას ნაყენი.

გვირილას ნაყენი ყველა შემთხვევაში უნდა დალიოთ 3–ჯერ დღეში ჭამამდე.

Image result for облепиховое масло

ასევე უნდა მიიღოთ:

 

 

 

1 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი დღეში 3–ჯერ ჭამის წინ.

ერთ თვეში საგრძნობლად გამოგიკეთდებათ მდგომარეობა.

თუ მაღალი მჟავიანობა გაქვთ: (უმეტესად, ასეა კუჭის ეროზიის დროს)

არ ჭამოთ: მლაშე, (ცხარე და მჟავე ისედაც გასაგებია, რომ ცუდად გაგხდით), შავი პური, არავითარი მჟავე ხილი, მოერიდეთ კიტრს, პომიდორს, ყველა სურნელოვან მწვალის, რეჰანს და ა. შ.

მწვანილიდან – მხოლოდ ნიახური, ოხრახუში, კამა.

არ შეიძლება გაზიანი სასმელი.

ალკოჰოლი, ყავა, სიგარეტი რომ ნეგატიურად მოქმედებს, ისედაც გასაგებია.

კარგია კვერცხი, კარგია ყველი უმარილო, კარგია არაჟანი, არ შეიძლება მაწონი, სიმჟავის გამო.

კარგია:

კისელი,

გაწურული კარტოფილის წვენი (თუ იცით, რომ კარტოფილი არაა სასუქზე მოყვანილი) უზმოზე 8სუფრის კოვზი.

ჯანმრთელობას გისურვებთ.