მთვარის კალენდარი – 1 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით

  • 22 მთვარის დღე დაიწყება 01:27 01.03.2016  და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

22 მთვარის დღე ჰარმონიული ენერგეტიკის დღეა, კარგია ყველა სახის საქმიანობისთვის. განსაკუთრებით ცოდნის შეძენისათვის.

ამ დღეს გააქტიურებულია ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები. დღეს მიზანშეწონილია დღე აქტიურად გაატაროთ. უაზროდ დროის მოკვლა უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის გონებაზე.

ჯანმრთლობა

დღეს არაა რეკომენდებული გადაღლა.

თმის შეჭრა

ასტროლოგიური პროგნოზით თმის შეჭრა ქონების გაზრდას უწყობს ხელს.

 

 


  • 23 მთვარის დღე დაიწყება 02:28 02.03.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • ჰეკატის, ანუ ნეგატიური დღე. ამ დღეს ადამიანში იღვიძებს უზომო მადა, კონფლიქტის სურვილი, ყველა სახის დესტრუქციული მისწრაფებები.ამ დღეს მოერიდეთ პროვოკაციებს, დათრგუნეთ თქვენს თავში უმიზეზო შიში (რაც ამ დღის ნეგატიური ენერგეტიკითაა გამოწვეული).არ შეიძლება ამ დღეს უსაქმურობა. ამასთან ერთად, მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე, რომ ნეგატიურმა ენერგიებმა არ ჩაგითრიონ.არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება.

    სიზმრები

    23 მთვარის დღის სიზმრები ფუჭია და რეალობის საპირისპიროც კი.

    ჯანმრთელობა

    ეცადეთ, ამ დღეს ზედმეტი არ ჭამოთ. მარხვისთვის საუკეთესო დროა.

    ამ დღეს არაა კარგი ქირურგიული ოპერაციები (გადაუდებელის გარდა).

    თმის შეჭრა

    ძალიან ცუდი დღეა თმის შეჭრისთვის.

    ასევე ასტროლოგები გვირჩევენ არ მოვიჭრათ 23 მთვარის დღეს ფრჩხილები.


  • 24 მთვარის დღე დაიწყო 03;25 03. 03.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • 24 მთვარის დღეს დიდი ენერგია აქვს. ადამიანს შეიძლება სულიერი თვალი აეხილოს.ამ დღეს ადამიანს შეუძლია თავისი ინსტინქტები გონებას დაუმორჩილოს, ამიტომ კარგია ამ დღეს მოვიშოროთ ჯანმრთელობის საზიანო მავნე ჩვევები. თუ სხვა დროს ეს ძნელია გააკეთო, დღეს ბუნება ამაში გიწყობს ხელს.ამ დღეს ძველ ეგვიპტეში იწყებდნენ მშენებლობას, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დღის წამოწყებებს კარგი ბედი უწერიათ.

    სიზმრები

    ამ დღის სიზმრები ასახავენ ადამიანის სექსუალურ სფეროს. კარგი სიზმარი – კეთისდღეობის ამსახველია, ცუდი – პრობლემებზე მიუთითებს. ამ დღის სიზმრები არ აგიხდებათ.

    თმის შეჭრა

    ამ, დღეს არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა.

  • 25 მთვარის დღე დაიწყება   05:18 04.03.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • პოზიტიური დღე, სიმბოლო – კუ,  გვირჩევენ გავატაროთ სიმშვიდეში.

დღეს არაა რეკომენდებული აქტიურობა.

ამ დღეს ადამიანს უაქტიურდება ინტუიცია, ამიტომ დაუგდეთ ყური შინაგან ხმას და შესაძლოა, იპოვოთ პრობლემის გამოსავალი, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობდით.

25 მთვრის დღეს არ გვირჩევენ ყურების გახვრეტას.

სიზმრები

25 მთვარის დღეს გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები.

თმის შეჭრა

25 მთვარის დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა.


 

  • 26 მთვარის დღე დაიწყება 06:03 05.03.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • სიმბოლო — გომბეშონეგატიური ენერგიის დღე. ასეთ დღეს შეიძლება ადამიანმა თავისი ენერგია და ძალა ფუჭ საქმეებს დაახარჯოს.ამ დღის ხიფათი ისაა, რომ ემოციებმა შეიძლება ჩაგითრიოთ. ემოციების გამოვლენაში ოქროს შუალედის შენარჩუნება მეტად მნიშვნელოვანია.ადამიანებთან კონტაქტი შეძლებისდაგვარად შეზღუდეთ. გარშემომყოფების შეფასებისგან თავი შეიკავეთ – საეჭვოა ეს შეფასებები სწორი და ობიექტური იყოს.

    ფულს ეკონომიურად მოეპყარით, რადგან მისი უაზროდ დახარჯვის ალბათობა არსებობს. ყურადღება მიაქციეთ, რას ლაპარაკობთ. ფრთხილად იყავით: თუ თქვენი მომდევნო ნაბიჯის სისწორეში ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, აჯობებს თუ მას საერთოდ არ გადადგამთ. საწინააღმდეგო შემთხვევაში უსიამოვნებები გელით.

    განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ მძღოლები.

    სიზმრები

    მთვარის ოცდამეექვსე დღის სიზმრები მიუთითებენ, რამდენად დიდია თქვენი სიამაყე და საკუთარი თავის სიყვარული. თუ სიზმარში თავს წარმატებულად, ყოვლისშემძლედ და კმაყოფილად იხილავთ – ეს ნიშნავს, რომ სასწრაფოდ მიწაზე უნდა დაეშვათ და საკუთარი თავი საღად შეაფასოთ. თუ თავი გაჭირვებულად და უბედურად დაგესიზმრებათ – იჩქარეთ საკუთარი თავის რწმენის გაძლიერება და საკუთარი ‘მე’–ს სიყვარულისა და პატივისცემის სწავლა.

    თმის შეჭრა

    26 მთვარის დღეს არ ღირს თმის შეჭრა.


    27 მთვარის დღე  დაიწყება   06:43 06.03.2016 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

    • დღის სიმბოლო —  სამკაპი
      მისტიკური გარდაქმნებისა და სიბრძნის შეცნობის დღეა.
      ამ დროს ადამიანის გონება და ინტუიცია ყველაზე უკეთაა ერთმანეთთან შეთავსებული. ყური მიუგდეთ თქვენს შინაგან ხმას. ინტუიციამ შეიძლება რთული სიტუაციიდან სწორი და დახვეწილი გამოსავალი გიკარნახოთ. ენდეთ მას – დღეს მეექვსე გრძნობა არ გიღალატებთ.ჯანმრთელობა
    •  დღეს ალკოჰოლის მოჭარბებული რაოდენობით მიღებისგან თავი შეიკავეთ, რადგან მან შეიძლება თქვენს ორგანიზმში სახიფათო დაავადება გააღვიძოს. სასარგებლო იქნება დიეტის დაცვა ზედმეტი წონისგან თავის დასაღწევად.
      სიზმრები
    •  დღევანდელი სიზმრები უახლოეს მომავალში აგიხდებათ. ინტუიციამ ამა თუ იმ მოვლენის ჭეშმარიტი არსი სიზმარშიც შეიძლება გიკარნახოთ.
      თმის შეჭრა
    • კარგი დღეა თმის შეჭრისთვის.

რეკლამა mirchie-love. ge ზე

me 1

რა არის სახის ფიტნესი?
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,
ტ – 551 90 99 50
ამკვრივებს ყვრიმალების, ლოყების და ტუჩების გარემო ზონის კუნთებს.
YOUTUBE.COM
Facebook – Face Yoga პიგმალიონის მეთოდი