მთვარის კალენდარი 19.10.2015 – 25.10.2015

8 მთვარის დღე დაიწყება 14:08 19.10.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

8 მთვარის დღის სიმბოლოა ფენიქსი. ამ დღეს კარგია დაანთოთ სანთლები და წარმოსახვაში, ცეცხლში დაწვათ ნეგატიური მოგონებები, მოიშოროთ არასასურველი ფიქრები.

ეს დღე კარგია მონანიებისთვის და პატიებისთვის.

ეს განახლების დღეა.

სიზმრები

8 მთვარის დღეს სიზმრებს შეგიძლიათ ენდოთ. შეიძლება დაინახოთ მინიშნება, რა არის თქვენი ცხოვრებისეული მისია.

ჯანმრთელობა და კვება

8 მთვარის დღეს არ ღირს ზედმეტი ჭამა. ეს დღე კარგია განტვირთვისთვის.

დღეს წარმატებით ჩაივლის კანის მოვლის პროცედურები, გაიკეთეთ ნიღბები.

თმის შეჭრა

8 მთვარის დღეს არ არის რეკომენდებული  თმის შეჭრა, რათა არ მიიზიდოთ ნეგატიური ენერგია.


9 მთვარის დღე დაიწყება  14:52 20.10.2015და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

9 მთვარის დღე ითვლება ნეგატიურ, გეკატის დღედ.

მთვარისა და მზის კვადრატურა ნეგატიურად მოქმედებს ადამიანებზე და შიშს, აღელვებასა და დესტრუქციულ ფიქრებს იწვევს.

ამ დღეს ჯობია ახალი საქმეები არ წამოიწყოთ, გრძნობები აჯობებს არ გამოავლინოთ.

ეს დღე ითვლება ბნელი ენერგიის დღედ და ამიტომ დაანთეთ სახლში სანთლები, იკითხეთ ლოცვები, დაიცავით თავი.

რჩევა – დღეს მოერიდეთ სარკეში ჩახედვას.

სიზმრები

დღეს სიზმრები ფუჭია.

ჯანმრთელობა და კვება

დღეს მოერიდეთ სოკოს ჭამას. დღეს დაწყებული დაავადებები შეიძლება სერიოზულ პრობლემაში გადაიზარდოს.

თმის შეჭრა

9 მთვარის დღეს არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა.


10 მთვარის დღე დაიწყება 15:29 21.10.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

ეს დღე კარგია ახალი საქმეების დაწყებისთვის.

შეიძლება უცებ გააცნობიერთ ის, რასაც აქამდე ვერ ხვდებოდით. ყური მიუგდეთ თქვენს შინაგან ხმას.

10 მთვარის დღის სიმბოლოა შადრევანი.

ითვლება, რომ ეს დღე უნდა მიეძღვნას ოჯახს, წინაპრების გახსენებას.

ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ 10 მთვარის დღე ზეციური საჩუქრების დღეა.

შეიძლება შემთხევით რაღაც ძალიან კარგი შეგემთხვეთ.

ჯანმრთელობა და კვება

დღეს კარგია წყლის პროცედურები. ასევე სასარგებლოა ჩვეულებრივზე ცოტა მეტი წყალი დალიოთ.

სიზმრები

10 მთვარის დღის სიზმრებს მნიშვნელობა არ მიანიჭოთ.

თმის შეჭრა

კარგი დღეა თმის შესაჭრელად.


11 მთვარის დღე დაიწყება 16: 02 22.10. 2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

ამ დღეს კუნდალინის ენერგიის დღე ეწოდება.

ეს თვეში ყველაზე ენერგეტიკულად ძლიერი დღეა. ამ დღეს დაწყებული საქმე აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბოლომდე.

ამ დღეს არ ღირს გადაღლა.

ჯანმრთელობა და კვება

ვისაც აქვს სურვილი დიეტა დაიწყოს, კარგია დღეა.

სიზმრები

11 მთვარის დღის სიზმრები გაჩვენებენ, რამდენად ჰარმონიულად არსებობთ მატერიალურ და მენტალურ სფეროში.

თმის შეჭრა

კარგი დღეა თმის შეჭრისთვის.


12 მთვარის დღე დაიწყება 16:31 23.10.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

12-ე მთვარის დღის სიმბოლოდ გული ითვლება.

არის რწმენა, რომ დღეს შემოქმედი ყველაზე მეტად უგდებს ყურს მხურვალე ლოცვებს.

ამიტომ, ეწვიეთ დღეს ეკლესიას ან სახლში აღავლინეთ ლოცვა და ითხოვეთ ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ. დღეს საამისოდ თვეში საუკეთესო დღეა.

დღეს კარგია გასცეთ მოწყალება, ეცადეთ არ უთხდათ უარი, თუ რამეს გთხოვენ.

მე-12-ე მთვარის დღის გაფრთხილება: – 1) არ დაღვაროთ წყალი 2) გაფრთხილდით, არ გაგიტყდეთ ჭურჭელი 3) არ ჭამოთ ვაშლი (იმიტომ, რომ ცოდვადდაცემის ხილია).

ასეთია დღევანდელი დღის რწმენები თუ ცრურწმენები… მაგრამ, რადგან ამბობენ და არც რთულია ამის დაცვა, ეგებ, ღირდეს ყურის დაგდებად.

დღეს არ დაიწყოთ ახალი საქმეები.

სიზმრები

დღევანდელი სიზმრები შეიძლება აგიხდეთ.

ჯანმრთელობა

დღეს კარგია სითხის მიღება, მოერიდეთ ალკოჰოლს.

თმის შეჭრა

დღეს არაა კარგი თმის შეჭრა. ითვლება, რომ ასე მიიზიდავთ ნეგატიურ ენერგიებს.


13 მთვარის დღე დაიწყება 16:57 24.10.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

13 მთვარის დღე დაიწყება 17:54 27.07.2015 და ვშემდეგ დღემდე გაგრძელდება.

13 მთვარის დღის სიმბოლოა ბორბალი. ითვლება, რომ ეს მაგიური დღეა, როდესაც ადამიანს შეუძლია გათავისუფლდეს წარსულის ტვირთისგან. დღეს ენერგეტიკული განწმენდის, დამცავი თილისმების დამზადების და კარმაზე მუშაობის დღეა.

ჯანმრთელობა

დღეს წარმატებულია ყველა სახის გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი პროცედურები.

ქალბატონებო, კანისთვის კარგია, თუ ნიღბებს გაიკიეთებთ.

სიზმრები

ითვლება, რომ 13 მთვარის დღეს დანახულ სიზმრებში შეიძლება ამოიცნო გზა, რომელიც გაგათავისუფლებს არსებული პრობლემებისგან, მიიღო მინიშნება, საით უნდა იმოძრაო.

თმის შეჭრა

თმის შეჭრა კარგია ამ დღეს. ითვლება, რომ ამას მოაქვს ბედნიერება და სილამაზე.


14 მთვარის დღე დაიწყება 17:23 25.10.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

  • 14 მთვარის დღე ითვლება ენერგეტიკულად ძლიერ დღედ, როდესაც ადამიანმა მაქსიმალურად ნაყოფიერად უნდა იმოქმედოს დასახული მიზნების მისაღწევად.
  • ამ დღეს კარგია განწმენდა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი და ემოციური. ეფექტური იქნება ზღვის მარილიანი აბაზანის მიღება, სახლში სანთლების დანთება. საუკეთესო დღეა კუჭ–ნაწლავის გაწმენდისთვის, შლაკების გამოსაყვანად.
  • დღეს კარგია ფიზიკური დატვირთვა. რადგან მალე სავსე მთვარე იქნება, ადამიანებს ხშირად იპყრობთ ნეგატიური ემოციები, (სტატისტიკურად, ყველაზე მეტი სუიციდი სავსე მთვარესა და მის წინა დღეს ხდება). ამიტომ, ფიზიკური დატვირთვა ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლების კარგი საშუალებაა.
  • კვება
  • დღეს კარგია ნუშის ჭამა. მოერიდეთ ტკბილსა და ცხარეს.
  • ჯანმრთელობა
  • მოერიდეთ 14 მთვარის დღეს თვალებზე დატვირთვას, შეძლებისდაგვარად არ უყუროთ ტელევიზორს, მოერიდეთ კომპიუტერს. ითვლება, რომ თვალებისთვის კარგია, თუ მზის ამოსვლასა და ჩასვლას შეხედავთ.
  • თმის შეჭრა და სილამაზე
  • 14 მთვარის დღეს კარგია თმის შეჭრა. ითვლება, რომ ამას მოაქვს დადებითი ცვლილებები ადამიანის ცხოვრებაში.

სიზმრები

14 მთვარის დღის სიზმრებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.