მთვარის კალენდარი – 30 ნოემბერიდან 6 დეკემბრის ჩათვლით

20 მთვარის დღე დაიწყება  22:07 30.11.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.

დღის სიმბოლო – არწივი.

მთვარის მეოცე დღეს მთვარე ადამიანს უამრავ ენერგიას აძლევს, რომელიც მან უპირველეს ყოვლისა თავისი პიროვნების გარდაქმნისკენ, სულიერი განვითარებისკენ უნდა მიმართოს.
ეს პერიოდი განკუთვნილია აქტიური და გადამწყვეტი მოქმედებისთვის.

ამ პერიოდში ჯობია თავი აარიდოთ ჩხუბს. ყველა ღონე იხმარეთ, რომ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნოთ ყველასთან.

ახალ ნაცნობთან თუ გააბამთ ურთიერთობას, ეს კავშირი დიდხანს გაგრძელდება და მყარი იქნება.
ასტროლოგები ამ დღეს მშენებლობის დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას გვირჩევენ.
ჯანმრთელობა

ხელსაყრელი დროა ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად.

სიზმრები

ამ დღის სიზმრები საამოა. მეტიც, შეგიძლიათ სურვილისამებრ დაუკვეთოთ სიზმარი. მაგალითად, სიზმარში იქ წახვიდეთ, სადაც მოინდომებთ. შეგიძლიათ  სცადოთ, ვინმეს დაესიზმროთ – ეს დღე იძლევა სხვის სიზმრებში შეღწევის შესაძლებლობას.


  • 21 მთვარის დღე დაიწყო 23:15 01.12.2015 და გაგრძელდება 00:23 03.12.2015 -მდე.
  • 21 მთვარის დღეს ძლიერი დადებითი ენერგეტიკა აქვს. მას “ძმობის დღეს” უწოდებენ. კარგია კოლექტიური საქმიანობა.
  • დღეს მთვარე ადამიანს უბრუნებს თვის მანძილზე დახარჯულ ენერგიას, ასე რომ თუ რაიმე მნიშვნელოვანის გაკეთება გაქვთ ჩაფიქრებული, დღეს ამ საქმისთვის კარგი დღეა.
  • დღევანდელი დღის სიმბოლოებია ცხენი და ეტლი.
  • კვება
  • დღეს შეგიძლიათ საჭმელში თავი არ შეზღუდოთ.
  • სიზმრები
  • ასახავენ თქვენს რეალობას, კარგი – კარგს, ცუდი კი იმაზე მიანიშნებს, რომ არ ხართ ცხოვრებაში რეალიზებული.
  • თმის შეჭრა
  • დადებითი დღეა თმის შეჭრისთვის, მოაქვს მატერიალური კეთილდღეობა და დოვლათი.

  • 22 მთვარის დღე დაიწყება 00:23 03.12.2015  და 01:29 04.12.2015 გაგრძელდება.

22 მთვარის დღე ჰარმონიული ენერგეტიკის დღეა, კარგია ყველა სახის საქმიანობისთვის. განსაკუთრებით ცოდნის შეძენისათვის.

ამ დღეს გააქტიურებულია ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები. დღეს მიზანშეწონილია დღე აქტიურად გაატაროთ. უაზროდ დროის მოკვლა უარყოფით გავლენას მოახდენს ადამიანის გონებაზე.

ჯანმრთლობა

დღეს არაა რეკომენდებული გადაღლა.

თმის შეჭრა

ასტროლოგიური პროგნოზით თმის შეჭრა ქონების გაზრდას უწყობს ხელს.


  • 23 მთვარის დღე დაიწყება 01:29 04.12.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • ჰეკატის, ანუ ნეგატიური დღე. ამ დღეს ადამიანში იღვიძებს უზომო მადა, კონფლიქტის სურვილი, ყველა სახის დესტრუქციული მისწრაფებები.ამ დღეს მოერიდეთ პროვოკაციებს, დათრგუნეთ თქვენს თავში უმიზეზო შიში (რაც ამ დღის ნეგატიური ენერგეტიკითაა გამოწვეული).არ შეიძლება ამ დღეს უსაქმურობა. ამასთან ერთად, მაქსიმალურად ეცადეთ შეინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე, რომ ნეგატიურმა ენერგიებმა არ ჩაგითრიონ.

    არ ღირს ახალი საქმეების წამოწყება.

    სიზმრები

    23 მთვარის დღის სიზმრები ფუჭია და რეალობის საპირისპიროც კი.

    ჯანმრთელობა

    ეცადეთ, ამ დღეს ზედმეტი არ ჭამოთ. მარხვისთვის საუკეთესო დროა.

    ამ დღეს არაა კარგი ქირურგიული ოპერაციები (გადაუდებელის გარდა).

    თმის შეჭრა

    ძალიან ცუდი დღეა თმის შეჭრისთვის.

    ასევე ასტროლოგები გვირჩევენ არ მოვიჭრათ 23 მთვარის დღეს ფრჩხილები.


  • 24 მთვარის დღე დაიწყო 02;35 05. 12.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • 24 მთვარის დღეს დიდი ენერგია აქვს. ადამიანს შეიძლება სულიერი თვალი აეხილოს.ამ დღეს ადამიანს შეუძლია თავისი ინსტინქტები გონებას დაუმორჩილოს, ამიტომ კარგია ამ დღეს მოვიშოროთ ჯანმრთელობის საზიანო მავნე ჩვევები. თუ სხვა დროს ეს ძნელია გააკეთო, დღეს ბუნება ამაში გიწყობს ხელს.

    ამ დღეს ძველ ეგვიპტეში იწყებდნენ მშენებლობას, რადგან ითვლებოდა, რომ ამ დღის წამოწყებებს კარგი ბედი უწერიათ.

    სიზმრები

    ამ დღის სიზმრები ასახავენ ადამიანის სექსუალურ სფეროს. კარგი სიზმარი – კეთისდღეობის ამსახველია, ცუდი – პრობლემებზე მიუთითებს. ამ დღის სიზმრები არ აგიხდებათ.

    თმის შეჭრა

    ამ, დღეს არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა.

  • 25 მთვარის დღე დაიწყება   03:41 06.12.2015 და შემდეგ დღემდე გაგრძელდება.
  • პოზიტიური დღე, სიმბოლო – კუ,  გვირჩევენ გავატაროთ სიმშვიდეში.

დღეს არაა რეკომენდებული აქტიურობა.

ამ დღეს ადამიანს უაქტიურდება ინტუიცია, ამიტომ დაუგდეთ ყური შინაგან ხმას და შესაძლოა, იპოვოთ პრობლემის გამოსავალი, რომელზედაც დიდი ხანია ფიქრობდით.

25 მთვრის დღეს არ გვირჩევენ ყურების გახვრეტას.

სიზმრები

25 მთვარის დღეს გვესიზმრება წინასწარმეტყველური სიზმრები.

თმის შეჭრა

25 მთვარის დღეს არაა რეკომენდებული თმის შეჭრა.

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

მეტი ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე: Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი