მისტიკური მიწისქვეშა ლაბირინთი შოტლანდიაში შესაძლოა დრუიდთა ტაძარი ყოფილიყო

Gilmerton Cove – ასე ეწოდება მიწისქვეშა ტუნელების ქსელს, რომელიც, მეცნიერთა ვარაუდით, დრუიდთა ტაძარი შეიძლება ყოფილიყო. სავარაუდო დათარიღება – 2000 წელი.

საუკუნეების განმავლობაში ამ,,ადამიანის ხელით გამოკვეთილ ტუნელებს ტამპლიერებსა თუ ჯადოქრებს უკავშირებდნენ.

Inside Gilmerton Cove.

გილმერტონი შოტლანდიის დედაქალაქ ედინბურგთან მდებარეობს.

2003 წელს გილმეტონი ვიზიტორებისთვის გაიხსნა.

ითვლებოდა, რომ მიწისქვეშა ტუნელი 1724 წელს მჭედელმა ჯორჯ პატერსონმა შექმნა. და ბოლო დრომდე ამაში ეჭვი არავის შეჰქონდა.

ახალი კვლევა არქეოლოგმა სპალდინგმა ჩაატარა. მისი ვარაუდით, 1724 წელს პატერსონმა უბრალოდ იპოვა მიწისქვეშა ტაძარში შესასვლელი.

სპალდინგი თვლის, რომ თავის დროზე დრუიდებმა განგებ ამოქოლეს მიწისქვეშა ტაძარში შესასვლელები, რათა არ მომხდარიყო ადამპყრობელთა მხრივ (რომაელებზეა საუბარი) სალოცავის შერყვნა.

1740 წელს გილმერტონში ლორდმა  ფრენსის დეშვუდმა “ Hellfire Club” ჩამოაყალიბა. კლუბის წევრები იკრიბებოდნენ მიწისქვეშა ტუნელებში, სადაც გედონისტურად ერთობოდნენ: სვამდნენ, ერთობოდნენ ქალებთან და ა. შ.

ამ ჯგუფს მიაწერდნენ რიგ სექსუალურ რიტუალებს.

კლუბის წევრები ლორდები და პარლამენტის წევრები იყვნენ.

სპალდინგის აზრით, მათი დაინტერესება გილმერტონით სწორედ მისი სიძველითა და დრუიდებთან კავშირით იყო გამოწვეული.

Portrait of Sir Francis Dashwood, 11th Baron le Despencer, by William Hogarth.

Portrait of Sir Francis Dashwood, 11th Baron le Despencer

გილმერტონის ტუნელების თავდაპირველი შექმნის ასაკი რკინის ხანით თარიღდება.

“დრუიდები ცნობილნი არიან იმით, რომ ფარულად იკრიბებოდნენ ტყეებსა და ფარულ ადგილებში და იქ ატარებდნენ თავიანთ რიტუალებს. გილმერტონი შემთხვევით აღმოაჩინეს 18 საუკუნეში. იგი არის მტკიცებულება დრუიდების ძალზედ თავისებური და საიდუმლოებით მოცული ღვთისმსახურებისა”.