მოდელი, რომელსაც ორი ვაგინა აქვს. მისმა ვიდეომ YouTube-ზე 5 დღეში 2 მილიონი ნახვა აკრიფა

რატომ უნდა მოუყვე მთელს სამყაროს, რომ, როგორც ყველა დანარჩენს ორი ნესტო აქვს, ასე გაქვს შენ ორი ვაგინა? თურმე, ნუ იტყვით…

მართლა რას არ იზამს ადამიანი, რომ სამყარომ მისი არსებობის შესახებ შეიტყოს. ეს აწოწილი გოგო, კასანდრა ბენკსონი, რომელმაც იქამდე თავისი პრობლემური კანის მაკიაჟით შენიღბვის მეშვეობით მოიპოვა გარკვეული პოპულარობა, მოდელობს კიდეც… ერთ დღეს გინეკოლოგთან ვიზიტისას შეიტყო, რომ სხვა რამითაც არის მილიონებში გამორჩეული: მას ორი ვაგინა აქვს!

თავისი პრობლემური კანის ფოტოებს კასანრდა თავის ბლოგში აშეარებს

თავისი პრობლემური კანის ფოტოებს კასანრდა თავის ბლოგში აშეარებს

ვიდეოში, რომელიც 30 აპრილს აიტვირთა, იგი ყვება, რომ, როგორც სხვას აქვს ორი ნესტო, ისე აქვს მას ორი ვაგინა და იგი ამით აღფრთოვანებულია 🙂

 

სხვათა შორის, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ კასანდრას სითამამე ეხმარება თინეიჯერ გოგონებს შეეგუონ საკუთარ ნაკლოვანებებს და არ დაკომპლექსდნენ ამის გამო.’

თქვენ რას ფიქრობთ?