მონსანტო – ყველაზე პორტუგალიური სოფელი

სოფელი მონსანტო Mons Sanctus-ს მთაზე (რაც წმინდა მთას ნიშნავს) მდებარეობს. ყველაზე პორტუგალიური სოფლის წოდება კი 1938 წელს მოიპოვა, გამოკითხვის შედეგად, პორტუგალიელებმა მონსანტო დაასახელეს ყველაზე მშობლიურ სოფლად.

მონსანტოელებს მაშინ გადაეცათ პრიზი, ვერცხლის მამალი, რომელიც დღესაც ამშვენებს Torre de Lucano კოშკის სახურავს სოფლის ცენტრში.

ითლება, რომ აქ ხალხი 12 საუკუნეში დასახლდა.

1165 წელს ტამპლიერებმა აქ ააგეს აუღებელი ციხესიმაგრე, რომელიც მართლაც ვერასდროს ვერავინ აიღო.

Photobucket

სოფელში არსებობს ასეთი ლეგენდა: ერთხელ მტერს 7 წელი ალყაში ჰყავდა მონსანტოს ცოხესიმაგრე.

Photobucket

გამოელიათ მთლად საკვები. დარჩათ ერთი ძროხა და ერთი ტომარა ხორბალი.

Photobucket

მაშინ ერთმა ჭკვიანმა ქალმა ურჩია თანასოფლელებს, მოდით, მტერს ვაჩვენოთ, რომ სანოვაგე თავზე საყრელი გვაქვსო.

Photobucket

აიღეს, გააძღეს საბრალო ძროხა ხორბლით და ციხესიმაგრის გალავნიდან მტრის თავზე ჩამოაგდეს.

Photobucket

მტერმა იფიქრა, ამათ თუ გადმოსაგდები ძროხები ჰყავთ და თან ასე ხორბლით გამაძღრები, ეს ალყა არასდროს გათავდებაო, მოხსნეს ალყა და წავიდნენ.

Photobucket

ანუ ასეთი, გამოდის, ყლემომჭამის ციხის პორტუგალიური ვარიანტი. როგორც იცით, ყლემომჭამის ციხე რეალურად არსებობს საქართველოში.

user posted image

ყლემომჭამის ციხე

ეს კი ვახუშტი კოტეტიშვილის ლექსი ამ ციხეზე:

ჩემს ფხაზე ნისლი იხევა,
გულზე მინთია ძახველი,
იქნება «რავქნის» ციხე ვარ,
რომ ვერ მომიდგა მნახველი.
ფიქრებს წარსულში მივყევარ,
მაინც ვერ მძალავს ნაღველი,
მე «ყლემომჭამეს» ციხე ვარ,
მქვია კაცური სახელი.

დავუბრუნდეთ მონსანტოს.

Photobucket

ითვლება, რომ ის ღირსშესანიშნავი მოვლენა 3 მაისს მოხდა “წმინდა ჯვრის დღეს”.

Монсанто - каменная деревня в Португалии (10)

Photobucket

ამ დღეს სოფელში ტარდება ცერემონია, რის ბოლოსაც თეთრ ქოთანს (რომელიც ძროხას განასახიერებს) ციხესიმაგრიდან ძირს აგდებენ.

Photobucket

ამ სოფელში 800 წლის მანძილზე აგებდნენ სახლებს ქვის ამ უზარმაზარ ლოდებს შორის. აქ ორი ერთნაირი სახლი არ დგას.

Photobucket

Photobucket

PhotobucketМонсанто - каменная деревня в Португалии (18)PhotobucketPhotobucketPhotobucketPhotobucketPhotobucketPhotobucketPhotobucket

Монсанто - каменная деревня в Португалии (23)

Монсанто - каменная деревня в Португалии (24)

რეკლამა mirchie-love. ge ზე

me 1

რა არის სახის ფიტნესი?
ყველაზე ეფექტური და ჯანსაღი მეთოდი შევინარჩუნოთ ასაკში ახალგაზრდული იერი.
სახის ფიტნესი: 1) აღადგენს სახის ოვალს. 2) ამცირებს მიმიკურ ნაოჭებს 3) აუმჯობესებს სახის ფერს 4) გაგათავისუფლებთ უკონტროლო მიმიკისგან 5) ხვეწავს სახის ნაკვთებს და მიმიკას.
სახის იოგას ცენტრი “პიგმალიონი” მდებარეობს საბურთალოზე,
1 საცდელი ვარჯიში უფასოა. ტ – 597 97 76 74
ამკვრივებს ყვრიმალების, ლოყების და ტუჩების გარემო ზონის კუნთებს.
YOUTUBE.COM
Facebook – Face Yoga პიგმალიონის მეთოდი