მოშინაურებული მელიები – გენეტიკოს ბელიაევის უნიკალური ექსპერიმენტი

56 წლის წინ გენეტიკოსმა დიმიტრი ბელიაევმა სცადა გამოეყვანა შინაური მელია და აი, რა შედეგი გამოიღო ამან…

თავდაპირველად შეარჩიეს 130 მელია სხვადასხვა რეგიონიდან. რამდენიმე წელიწადში გამოიყვანეს მელიები, რომლებსაც არათუ არ ეშინოდათ ადამიანების, არამედ აქტიურად უნდოდათ ურთიერთობა.

საბოლოოდ, ბელიაევმა გამოიყვანა ჯიში, რომელიც იყო სრულებით მეგობრული ადამიანის მიმართ, ძაღლივით სოციალური და დამჯერე. და ძალიან მოსიყვარულე.

მართალია, გენეტიკური მუშაობა მხოლოდ ხასიათის თვისებებზე იყო, მაგრამ გავლენა ამან გარეგნობაზეც იქონია, მელიები გახდნენ უფრო ღია ფერის, ბევრს გაუჩნდა ცისფერი თვალები, კუდი გაუხდათ ძაღლივით ბოლოში აპრეხილი და ყურები ნაკლებ წაწვეტებული გაუხდათ.

ამ გარეგნულ ცვლილებებს მეცნიერები ადრენალინის შემცირებას უკავშირებენ.

პარალელურად, გენეტიკოსებმა გამოიყვანეს აგრესიული მელიების პოპულაცია.

მათ ასევე ჰყავდათ საკონტროლო ჩვეულებრივი მელიები და ერთმანეთს ადარებდნენ ამ სამი ჯგუფის თვისებებს.

და საინტერესო რამ გამოვლინდა: ყველაზე საზრიანმები ჩვეულებრივი მელიები აღმოჩნდნენ.

 

 

 

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

მეტი ინფორმაცია ფეისბუკის გვერდზე: Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

 

ამასაც უყვარს ადამიანები