მსოფლიოში ყველაზე ეკო-ფრენდლი ქვეყანა – ბუტანი, რომელმაც უფლისწულის დაბადება 108,000 ხის დარგვით აღნიშნა

რა თქმა უნდა, 108,000 ხე ნაკლებია, ვიდრე ნარმანიას მილიონი, ბუტანი პატარა ქვეყანაა, მაგრამ, მაინც უფრო დიდი, ვიდრე ქალაქი თბილისი… მაგრამ, რა მშვენიერი ისტორიაა!

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-7

რატომ 108, 000 ხე და არა მილიონი? იმიტომ, რომ 108 ბუდიზმში საკრალური ციფრია. ბუტანი კი ბუდისტური ქვეყანაა.

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-1

განდხური – ბუდას გამონათქვამების კრებული, 108 ტომისგან შედგება.

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-11

ბუდისტურ მანტრებს (ლოცვებს) 108-ჯერ კითხულობენ (ინდუისტურსაც).

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-9

ბუდისტები 108 მეტანიას აკეთებენ.

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-3

კრიალოსანში – 108 მძივია.

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-8

108-ს საკრალურობა ინდუიზმიდან მოდის. შივას 108 სახელი ჰქვია. ასევე 108 სახელი ჰქვია ვიშნუსაც.

განსაკუთრებული თვისებები 108 ენიჭება იმიტომ, რომ იგი ქმნის ე. წ. ჰიპერფაქტორიალს, ანუ სამკუთხედის სახით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ

1

2                      2

3                 3                     3

ბუტანის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიის 60% ხეებით უნდა იყოს დაფარული.

bhutan-prince-plants-trees-jetsun-pema-6