მყვირალი მუმია – არშემდგარი ფარაონისა და მამის მკვლელის საიდუმლო გახსნილია

1886 წელს გასტონ მასპერომ, რომელიც ეგვიპტის სიძველეების სამსახურის უფროსი იყო, სუდარები გადაახადა  40 მეფისა და დედოფლის მუმიას, რომლებიც რამდენიმე წლით ადრე  გასაოცარ სამალავ სამარხში მეფეთა ველის მახლობლად აღმოაჩინეს.

საიდუმლო სამარხი 1881 წელს აღმოაჩინეს. აქ გადამალული იყო (ანუ, ამოღებული მათი სამარხებიდან და აქ ერთად დასვენებული – მიზეზი კი, სამარხების მძარცველების აქტიურობა იყო) ეგვიპტის უდიდესი ფარაონები, მათ შორის,  რამზეს დიდი, სეთი პირველი და თუთმოს მესამე.

რამზეს დიდი

სეთი პირველი

თუთმოს მესამე

აქ აღმოჩენილ იქნა ასევე ერთი ძალზედ უცნაური მუმია.  იგი ესვენა უბრალო სარკოფაგში, რომელზეც არავითარი წარწერა არ იყო.

ამან თავიდანვე მიიპყრო არქეოლოგების ყურადღება, იმიტომ რომ ერთი მხრივ, უბრალო ადამიანს აქ, სპეციალურ სამარხში, უდიდესი ფარაონების გვერდით არავინ დაასვენებდა. მეორეს მხრივ კი ყოველგვარი წესების დარღვევაა – სარკოფაგი სახელის გარეშე. უსახელოდ ადამიანი ვერასდროს აღდგებოდა მკვდრეთით, და ვერ მიაგნებდა თავის სხეულს აღდგომის მერე. ეს – უსაშინლესი სასჯელი იყო, წყევლა, რადგან ასეთი ადამიანი ვერასდროს მოიპოვებდა უკვდავებას, რომლისკენაც ასე მიისწრაფოდნენ ეგვიპტელები. სწორედ უკვდავება იყო მუმიფიკაციის მიზანი.

მაგრამ, კიდევ უფრო მეტად გაოცდნენ მეცნიერები, როცა უსახელო მუმიას ახადეს სუდარა და მისი ტანჯვით დაღრეჯილი სახე დაინახეს.

თანამედროვე მეცნიერებმა მისი ასაკი დაადგინეს, დაახლოებით 40 წლის,  სასიამოვნი გარეგნობის, კარგი აღნაგობის,  რომელსაც სიკვდილის მომენტში ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და ის ისეთ ტანჯვას განიცდიდა, რომ, როგორც სკანირებამ აჩვენა, თოკმა ხელ-ფეხზე კანი გაგლიჯა და ძვლამდე ჩააღწია.

მეორე მხრივ, მუმიას ბალზამირება ჰქონდა გაკეთებული ყველა წესების დაცვით და მუმია ძალიან კარგად იყო შენახული.

მაგრამ, ამასთან… მუმია გახვეული იყო არა ნაჭერში, არამედ ცხვრის ტყავში. ეს კი გარდაცვლილის დიდი შეურაცჰყოფა იყო, რადგან ცხვრისა და თხის ტყავები ეგვიპტეში არასუფთად ითვლებოდა.

ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი?

თანამედროვე მეცნიერებმა სცადეს ფარდა აეხადათ ამ საიდუმლოებისთვის.

ახალგაზრდა კაცი რამზეს მესამის ახლო ნათესავი უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი ასაკი, დაახლოებით 40 წელი, მიუთითებს იმაზე, რომ იგი რამზეს მესამის ის ვაჟი უნდა ყოფილიყო, რომელმაც იგი მოკლა…

ახალგაზრდა მამაკაცი – ეგვიპტელი უფლისწულია, რომელსაც ეგვიპტური პაპირუსები მოიხსენიებენ Pentewere (ბერძნული ტრანსკრიფციით) სახელით.

ეგვიპტურმა საისტორიო წყაროებმა შემოგვინახეს უფლისწულის, დედამისისა და მამამისის ტრაგიკული ისტორია.

რამზეს მესამის მუმია

რამზეს მესამე ახალი სამეფოს ბოლო დიდი  ფარაონი იყო. მმართველობის წლები  1185 —1153 ჩვ. წ.-მდე.  XX დინასტიას მიეკუთვნებოდა. მისი 32 წლიანი მმართველობის მანძილზე ეგვიპტე , თავისი 3000 წლიანი ისტორიის მანძილზე, ბოლოჯერ შევიდა აყვავების ხანაში. 

ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მას რამზეს-პა-ნუტერს ეძახდნენ, რაც რამზეს-ღმერთს ნიშნავს.

რამზეს მესამე თავისი ერთ-ერთი შვილის სამარხის ფრესკაზე.

რამზეს მესამის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება ძველი ეგვიპტის ისტორიაში ყველაზე ცნობილი შემთხვევაა.

რამზეს მეოთხის (რამზეს მესამის მემკვიდრის ) ეპოქაში დაწერილი (და საბედნიეროდ, ჩვენამდე შემონახული) სამი პაპირუსი საკმაოდ დეტალურად მოგვითხრობს იმ სასამართლოს შესახებ, რომელიც შეთქმულების გამოძიებას მოჰყვა.

შეთქმულების სათავეში იდგა დედოფალი თეიე, და მისი შვილი პენტაური (პაპირუსში  წერია, რომ, თუმცა მას ამ სახელით მოიხსენიებენ, სინამდვილეში მას “სხვა სახელი ერქვა”). პენტაურს არ ჰქონდა უფლება სამეფო ტახტზე, ტახტის მემკვიდრე მომავალი რამზეს მეოთხე იყო, მისი სახელი, როგორც მემკვიდრის, მამამისის მეფობის 22-ე წლიდან ოფიციალურად სახელდებოდა.

შეთქმულება დაიწყო მეფის ჰარამხანაში და მალე მოედო სასახლეს. სულ მასში 22 მაღალჩინოსანი მონაწილეობდა.

თავდაპირველად შეთქმულებმა მაგიას მიმართეს. როგორც წერია პაპირუსში, ისინი აკეთებდნენ ცვილის თოჯინებს, რათა ჯადოთი მოეკლათ ფარაონი.

როცა არც მაგიამ და არც საწამლავმა არ გაჭრა, შეთქმულები თავს დაესხნენ მეფეს და მოკლეს იგი.

რამზეს მესამის მუმიის სკანირებამ აჩვენა, რომ მას ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, თითი მოჭრილი ფეხზე (ცულის დარტყმით) და ჭრილობა ყელის არეში.

ყველა შეთქმული დაიჭირეს და სიკვდილით დასაჯეს ან ცხვირები დააჭრეს.

ხოლო უფლისწულსა და დედოფალს მისცეს საშუალება თავი მოეკლათ. ყოველ შემთხვევაში, პაპირუსში წერია: “მათ დატოვეს იგი ადგილზე, მან თავად მოიკლა თავი”.

Тайна кричащей мумии Загадочная мумия

თუმცა, მყვირალი მუმია და ის ფაქტი, რომ მას ხელფეხი ჰქონდა შეკრული, აძლევს მეცნიერებს საშუალებას ივარაუდონ, რომ შესაძლოა, იგი ცოცხლად ჩადერს სარკოფაგში, სადაც იგი ასეთი ტანჯვით აღესრულა. ხოლო ბალზამირება მისი სიკვდილის მერე გაკეთდა.

განსხვავებით სხვა მუმიებისგან, უფლისწულის შიგნეულობა ამოღებული არ იყო. მაგრამ მუმია მაინც ძალიან კარგადაა შენახული.

მამამისმა კი 32 წელი იმეფა და შთამომავლებს ასეთი ანდერძი დაუტოვა:

«…Покрыл я всю землю фруктовыми садами зеленеющими и позволил народу отдыхать в их тени. Дал я, чтобы шла женщина Египта без боязни в то место, куда она хочет, без того, чтобы посягали чужеземцы или кто-либо в пути. Дал я пребывать в праздности войску и колесничим в мое время, причем шердены и кехеки пребывали в своих городах покоящимися в праздности. Не испытывали они страха, ибо не было мятежей в Сирии и схваток в Куше. Их луки и их оружие мирно покоились на складах, тогда как они насыщались и пили с радостью. Их жены были с ними, и дети их при них. Не оглядывались они назад (из беспокойства). Сердца их довольны, ибо был я с ними, защищая и охраняя их. Я кормил всю страну: будь то чужеземцы, будь то египетский народ, мужчины и женщины. Я вызволил человека из беды его, и я дал ему дыхание. Избавил я его от сильного, более влиятельного, чем он. Дал я всем людям жить в спокойствии в их городах… Удвоил я снабжение страны, тогда как прежде она была нищей. Страна была сытой в мое правление. Делал я благие дела, как богам, так и людям… Провел я царствование (своё) на земле в качестве правителя Обеих Земель, причем (были) вы рабами у ног моих и не попирал я вас.
Были вы угодными сердцу моему, сообразно с полезными делами вашими и выполняли вы рьяно мои повеления и поручения.
И вот, упокоился я в некрополе, подобно отцу моему Ра. Я соединился с Эннеадой богов на небесах, на земле и в мире загробном. Утвердил Амон-Ра моего сына на троне моём. Принял он мой сан правителя Обеих земель благополучно, воссев на престоле Хора… Усермаатра Сетепенамон, да будет он жив, невредим и здрав, наследник Ра от плоти его, Рамсес Хекамаат Мериамон…»

ამ ტექსტს შეიცავს  ჰარისის პაპირუსი.

ძალიან მოგვეწონა ეს პასაჟი: “ Дал я, чтобы шла женщина Египта без боязни в то место, куда она хочет, без того, чтобы посягали чужеземцы или кто-либо в пути”.