ნატო ვაჩნაძე – სილამაზე ქართულად

ნატო ვაჩნაძე დედით პოლონელი იყო და ბებიით იტალიელი, მაგრამ მაინც ქართულია ეს ჯადოსნური სილამაზე…

ნატო გიორგის ასული ვაჩნაძე 14 ივნისი, 1904, ვარშავა — გ. 14 ივნისი1953, დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, დაკრძალულია თბილისში).

მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა.

 

მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად.

მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია საქკინმრეწვისაბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. მამა – გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაშიმსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზისთერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოშიგადმოვიდნენ.

 

დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია – ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორ შენინგს. მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი – რუსი.

ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. მაგრამ გიორგი მაინც წასულა. ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია. ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი წლის ნახევრის. დედამ შვილები წაიყვანა კახეთში, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალებში დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ ფხომელში. ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანში ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში.

კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად.

მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს.

იგი 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეი“-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში.

იყო მუსიკის მასწავლებელი. 1939 წ. მერაბი ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.

ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა ე.წ. „დვარცოვზე“ შიხმანის ფოტოატელიეს ფირნიშზე შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში და ნატო ვაჩნაძე დაითანხმა „მამის მკვლელში” თამაშზე.

(Visited 1,415 times, 1 visits today)