Make-it-yourself-Natural-Botox-from-only-3-ingredients

ნატურალური ბოტოქსი მხოლოდ 3 ინგრედიენტისგან

ამ სახის ნიღაბს, რომელიც საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ, ბოტოქსის მსგავსი ეფექტი აქვს. მართალია, 6 თვეს არ გასტანს ერთხელ გაკეთებული :), მაგრამ, თუ ჩაიტარებთ კურსს, 12 ნიღაბი 12 დღის განმავლობაში, ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ.

როგორ დავანზადოთ ნიღაბი?

ინგრედიენტები: 1 სუფრის კოვზი არაჟანი

5 სუფრის კოვზი ახალგამოწურული სტაფილოს წვენი

1 სუფრის კოვზი სიმინდის კრახმალი (თუ ვერ იშოვეთ, კარტოფილის კრახმალით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)

როგორ დავამზადოთ?

გავხსნათ სიმინდის კრახმალი ნახევარ ჭიქა წყალში, დავდგათ ჭიქა ორთქლის აბაზანაში. ადუღეთ, სანამ არ შესქელდება.

შემდეგ, გააგრილეთ ეს მასა ისე, რომ მისი კანზე დადება შეიძლებოდეს, დაამატეთ არაჟანი და სტაფილოს წვენი.

დაბანილ სახეზე დაიდეთ ნატურალური ბოტოქსის ნიღაბი ნახევარი საათით. სახეზე დაიდეთ ცელოფანის ნაჭერი (ანუ, ნიღაბი რომ არ გაშრეს).

ნიღაბი გაგიმკვრივებთ კანს, მოგაცილებთ სახიდან დაღლილობის კვალს.

ჯანმრთელობას და კარგ განწყობას გისურვებთ!

რეკლამა mirchie-love.ge-ზე (აქ შეიძლება განთავსდეს თქვენი რეკლამა)

გინდათ გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად? აკეთეთ  სახის გამაახალგაზრდავებელი ვარჯიშები.

გვიპოვეთ Facebook – ზე

Face Yoga პიგმალიონის მეთოდი