ორგანიზმის დეტოქსიკაცია და მძიმე მეტალების გამოყვანა ქინძის პესტოს მეშვეობით

მძიმე მეტალები, მათ შორის ვერცხლისწყალი, სიმსივნის გამოწვევის ერთ–ერთი მიზეზია. ამერიკაში მოღვაწე ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა   Dr. Yoshiaki Omura–მ დაამტკიცა, რომ ქინძის პესტო – ეს არის საჭლელი, (სხვათა შორის, ძალიან გემრიელი), რომელიც ახდენს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და გამოჰყავს მძიმე მეტალები.

ომურა იკვლევდა, თუ რა გავლენას ახდენს მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია ორგანიზმზე და დაკვირვებისას აღმოაჩინა, რომ ქინძის პესტოს ჭამა ხელს უწყობს ამ ნივთიერებების ორგანიზმიდან გამოყვანას.

ქინძს გამოჰყავს ვერცხლისწყალი, ტყვია, კადმიუმი და ალუმინი ძვლებიდან და ცენტრალური ნერვული სისტემიდან.

საინტერესო ქინძის შესახებ:

ჩვენ, საბედნიეროდ, ტრადიციულად ბევრ მწვანილს მოვიხმართ და ქინძიც მუდამ არის ჩვენს რაციონში.

მაგრამ, ეს ინფორმაცია მაინც საგულისხმოა:  ქინძი არ შეიძლება ვჭამოთ ცალკე, რადგან იგი უფრო მეტ ტოქსინებს უკეთებს მობილიზებას, ვიდრე შეუძლია გამოიყვანოს ორგანიზმიდან და ეს ტოქსინები შეიძლება სადმე ორგანიზმში დეპოში შეგროვდნენ.

როგორ დავამზადოთ ქინძის უგემრიელესი და ამასთან, ასე სასარგებლო პესტო?

1 კბილი ნიორი

1 ჭიქა ნუში ან ნიგოზი

300 გრ ნედლი ქინძი

ნახევარი ლიმნის წვენი

ზეითუნის ზეთი

მარილი და პილპილი გემოვნებით.

უნდა დავაბლენდეროთ, შეიძლება მოიხმაროთ როგორც ბაჟესა ან ტყემლის შემცვლელი.

მშვენიერი მისატანებელია სხვადასხვაგვარ საჭმელთან და ამასთან, აგრერიგად სასარგებლო.

წყარო: http://www.thenaturalrecoveryplan.com/articles/The-Power-of-Cilantro.html

http://www.drdavidwilliams.com/cilantro-clay-for-detoxification/

mirchie-love.ge ჯანმრთელობას გისურვებთ!

რეკლამა: სახის  გამაახალგაზრდავებელი იოგა.

 სახის კუნთების გავარჯიშება-გამკვრივების მეშვეობით 2-3 თვეში შეძლებთ:1) აღიდგინოთ სახის ოვალი.2) შეამციროთ მიმიკური ნაოჭები ტუჩებისა და თვალების გარშემო.3) მოიშოროთ უკონტროლო მიმიკა (შუბლის დაჭმუჭნა). 4) გაიუმჯობესოთ სახის ფერი. 5) მოიხსნათ სახისა და კისრის კუნთების დაძაბულობა და გაილამაზოთ გამომეტყველება. ვარჯიშის ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთი: 50 წუთი – სახის და კისრის ვარჯიშები. 25 წუთი – ფსიქოლოგიური განწყობის პრაქტიკა  (აფირმაციები)  ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის. ტ. 551 90 99 50  Facebook: Face Yoga პიგმალიონის მეთოდი

me 1