პალენკეს 11–ე ხელმწიფის, პაკალის სარკოფაგის გამოცანა

პაკალი – მაიას ტომის ერთ–ერთი სახელმწიფოს მეფე იყო. მისი გასაოცარი სარკოფაგი  პალენკეში არქეოლოგებმა  1952 წელს აღმოაჩინეს.

პაკალის ცხოვრების წლები (23 მარტი 603 — 28 აგვისტო 683). იგი პალენკეს 11–ე მეფე იყო.

670 წელს მან ააგო პალენკეში ყველაზე მასშტაბური “წარწერების ტაძარი” (ან – რეკონსტრუქცია მოახდინა, რაც უკვე მტკიცდება თანამედროვე ალტერნატიული ისტორიის მონაცემებით).

იგი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. სჭირდა ოსტეოპოროზი და რევმატიზმი, სამაგიეროდ, კბილები 40 წლის კაცივით ჰქონდა.

იგი დაკრძალეს გასაოცარ სარკოფაგში, საგანძურით და 6 ახალგაზრდაც შესწირეს  მსხვერპლად.

რა არის გამოსახული პაკალის სარკოფაგზე?

უკვე 60 წელია მეცნიერები ამაზე დავობენ. პოზა, რომელშიც ხელმწიფე ზის თუ წევს, ჰგავს კოსმოსურ ხომალდში პილოტის პოზას – ასეთი მოსაზრებას არსებობს.

ფაქტია, რომ სარკოფაგზე არაა გამოსახული მიცვალებული და არც მეფე ტახტზე.

აქ – რაღაც ხდება. მაგრამ – რა?

სამარხში აღმოჩენილია პაკალის ახალგაზრდობის ბიუსტი

პაკალის კორონაცია

 

პაკალი და მისი ცხვირი 🙂