gypsy_02

პატარძლების ბაზრობა ბულგარეთში

ყოველწლიურად ბულგარელ ბოშებს, კალაიჯებს გასათხოვარი ქალიშვილები ბაზრობაზე გაჰყავთ. კარგი საპატარძლო 12 000 ევროც შეიძლება ღირდეს და მეტიც. მაგრამ, შეყვარებულ ბოშას ეს არ დააბრკოლებს, მთავარია, გოგო რომ გაიღიმებს, პირიდან მზემ გამოუნათოს (რომლის მაგივრობასაც ოქროს კბილები ასრულებს).

პატარძალთა ბაზრობა დიდმარხვამდე, წმინდა თეოდორეს დღეს ეწყობა. ბოშები ქრისტიანები არიან (თუმცა სარწმუნოების ძალიან სპეციფიური და სხვებისთვის გაუგებარი გაგება აქვთ). ბაზრობა ქალაქ სტარა ზაგორში ეწყობა.

კალაიჯები სულ რაღაც 18 000 არიან, ძალიან დახურული ეთნიკური ჯგუფია და გენის სისუფთავეზე დიდად ზრუნავენ, კალაიჯმა ბიჭმა უეჭველი კალაიჯი გოგო უნდა შეირთოს.

საშუალოდ, პატარძლის ფასი, ანუ ურვადი, 2500 ევროდან იწყება. რაც უფრო ღია ფერის კანი აქვს პატარძალს, რაც უფრო ქერაა და ცისფერთვალა… მით მეტად ფასობს. (ბოშებსაც “ბლანძინკები” უყვართ :) ) . ხოლო წინა ორი ოქროს კბილი კი ყველაზე იაფფასიან შავტუხასაც უნდა ჰქონდეს.

 17466209_600

თუ ამ გოგონების მშობლებს უნდათ, ურვადი შერჩეთ, ქალიშვილი ქორწინების ღამეს “ქალიშვილი” უნდა გამოდგეს. თორემ ფულის დაბრუნება მოუწევთ :)