რას გვატყუებენ ფარმაცეფტული კომპანიები?

ყოველთვის გვქონდა ეჭვი, რომ ყველა აფთიაქის წამალი სანდო არ არის, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც შოკისმომგვრელია.  “წამლების გამსაღებლის აღსარება” – ასე ჰქვია წიგნს,

რომელიც ფარდას ხდის ფარმაცეფტული ინდუსტრიის ბნელ მხარეს. წიგნის ავტორია გვენ ოსტენი (Gwen Olsen), რომელიც 15 წლის მანძილზე გაყიდვების მენეჯერი იყო ისეთ კომპანიებში, როგორებიცაა Johnson & Johnson, Bristol-Myers Squibb and Abbott Laboratories. 

“არ არსებობს უვნებელი აბები”, “ჩვენ გვასწავლიან ვილაპარაკოთ ტყუილი”.

რაში მდგომარეობს ტყუილი?

“როდესაც ახალი წამალი იქმნება და ბაზარზე გამოდის, ჩვენ არ ვიცით 50% მისი გვერდითი მოვლენების შესახებ. მაგრამ, ამაზე არავინ ლაპარაკობს. ჩვენ უბრალოდ, ვატყუებთ ხალხს”.

აქ, რა თქმა უნდა, გვახსენდება ის წამლები, რომლებსაც წლების წინ ყველა მოიხმარდა, მერე ერთ დღეს ამოიღებენ მოხმარებიდან და მხოლოდ მაშინ იგებ, თუ რა დამანგრეველი გვერდითი მოვლენები ჰქონია.

მიზეზი, რამაც გვენს  თავის საქმიანობაზე აზრი შეაცვლევინა, იყო ტრაგედია, რომელიც მის ოჯახში 2004 წელს დატრიალდა.

“ჩემი დიშვილი, 20 წლის გოგონა, რომელიც ინდიანას უნივერსიტეტში სწავლობდა, ლამაზი და ჭკვიანი, კეთილშობილი სულის. იგი ავარიაში მოჰყვა და მას ტკივილგამაყუჩებელი დაუნიშნეს vicodin hydrocodone. ის მასზე დამოკიდებული გახდა”.

პრეპარატის გვერდითი მოვლენები იმაში გამოიხატა, რომ სედატიურმა ეფექტმა დააქვეითა კონცენტრაციის უნარი. იგი იძულებული გახდა, სტიმულატორები მიეღო, კერძოდ, ეფედრინი, რათა შეძლებოდა სწავლა გაეგრძელებინა.

“პრეპარატების შეუთავსებლობის გამო გოგონა საბოლოოდ კლინიკაში მოხვდა, სადაც მას ბიოპოლარული აშლილობა დაუდგინეს. და არა პრეპარატებით ინტოქსიკაცია და ორგანიზმის რეაქცია მიღებულ წამლებზე. მას დაუწყეს მკურნალობა ფსიქოტროპული პრეპარატებით, ნეიროლეპტიკებითა და კიდევ დამატებითი სტიმულატორებით. ეს ისტორია დასრულდა იმით, რომ სრულებით ჯანმრთელი ადამიანი ამ “მკურნალობის” ფონზე ფსიქიურად ავადმყოფი გახდა”.

შედეგად, გოგონამ მიატოვა სასწავლებელი. შემდეგ, მან სცადა  წამლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებულიყო. წამლებზე უარის თქმამ კი მძიმე დეპრესია გამოიწვია.

“ერთ დღეს დედამისი აპირებდა ისევ წაეყვანა გოგონა ფსიქიატრთან, ამის შესახებ აცნობა და გზაში იყო. გოგონამ ზეთი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. ასე ცოცხლად დაიწვა თავი”.

გვენ ოსტენი წერს, რომ მისი დიშვილის სუიციდი გახდა მისთვის მიზეზი, ემხილებინა ინდუსტრია და გაესაჯაროვებინა, თუ რამდენი ტრაგედია ტრიალდება ბევრი სხვა ადამიანის თავს იმ გვერდითი მოვლენების გამო, რაც ვითომ “უსაფრთხო” ფარმაცეფტულ წამლებს აქვთ.

“მე მივეცი ჩემს დიშვილს პირობა, რომ მის სახელს ჩრდილი არ მიადგებოდა და მე მოვუყვებოდი ხალხს, რას მას შეემთხვა. მე არ დავუშვებ, რომ იგი ახსოვდეთ, როგორც მენტალურად და გენეტიკურად ავადმყოფი ადამიანი. მე მივხვდი, რომ არიან ათასები და ათასები იგივე მდგომარეობაში და მათ სჭირდებათ ხმა. მე ვიქნები მათი ხმა”.

“ფსიქიატრთა დიდი ნაწილი არ არის კეთილსინდისიერი. ისინი უნიშნავენ პაციენტებს აბებს, რომლებიც იწვევენ ტვინის დაზიანებას. მათ იციან, რომ ამ წამლებს ხანგრძლივ პერსპექტივაში არ ექნებათ დადებითი შედეგი. იციან, რომ ეს წამლები არაფერს კურნავენ. ისინი უბრალოდ გადახედავენ სიმპტომებს და უწოდებენ მათ ფსიქიურ დაავადებას და აშლილობას”.

ფსიქიატრიული დიაგნოზების დასმის სუბიექტურობამ შექმნა სარფიანი ტანდემი ფსიქიატრებს, სააფთიაქო ქსელსა და ფარმაცეფტულ ინდუსტრიას შორის.

” მე გავთავისუფლდი ილუზიებისგან, როდესაც გავიგე, რამდენი ტყუილი და რამდენი დეზინფორმაციაა ამ ინდუსტრიაში. მე კიდევ ყველაფერ ამაში ვღებულობდი მონაწილეობას. მე ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას”.

წყარო – Confessions of an RX Drug Pusher 

(Visited 3,434 times, 1 visits today)