mozzarella fresca

რას იტყვით Mozzarella-ს სახლში დამზადების რეცეპტზე?

Mozzarella – ძვირია და გემრიელი. თურმე, შესაძლებელია იგი სახლშიც დავამზადოთ. თან იაფად.

დამზადება არც ისე რთულია.

buffalo-mozarella

ინგრედიენტები

3/4 ჩაის კოვზი ლომონის მჟავა გავხსნათ 1/2 ჩაის ჭიქა წყალში.

1/4  rennet tablet  – ეს არის მაჭიკის, ანუ ყველის ამომყვანის ანალოგი და მისი შეძენა შეიძლება აქ  rennet tablet, გახსნილი 1/8 ჭიქა ცივ წყალში.

2 ლიტრი რძე.

1/2 ჩაის კოვზი ზღვის მარილი.

დამზადების წესი:

რძე ჩაასხით სქელძირიან ქვაბში, დაამატეთ წყალში გახსნილი ლიმონის მჭავა, შემოდგით დაბალ ცეცხლზე და მიიყვანეთ 90 გრადუსამდე, სულ ურიეთ.

გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან და ჩაასხით შიგ rennet tablet-ს ხსნარი. მოურიეთ. 

დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში სითბოში გააჩერეთ.

შემდეგ ფრთხილად გაწუდეთ მიღებული ხაჭო. დაჭერით და დიდი ნახვრეტებიანი კოვზით გადმოიტანეთ სხვა ჭურჭელში.

ქვაბში დაგრჩებათ წათხი, რომელიც შეიცავს პროტეინებს და ძალიან სასარგებლოა. ასე რომ გადაქცევას, ჯობია დალიოთ, უხდება კუჭ-ნაწლავს.

შემდეგ მოცარელა უნდა გაწუროთ. შეგიძლიათ იხმაროთ მარლა, ან ხელით (პრინციპში, როგორც მაწონს წურავენ, სავსებით გამოდგება ეგ მეთოდიც, ანუ მარლით).

შემდეგ მომავალ მოცარელას 1 წუთით დგამთ მიკროტალღურ ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე, ან გაზის ქურაში ასევე 1 წუთი მაღალ ტემპერატურაზე.

oGt-Siegel_Mozzarella-Classic-125g_01

ამის მერე ისევ გადაწურეთ ხაჭო (რომელიც უკვე თითქმის მოცარელაა :) )

შემდეგ ხაჭოს ვამატებთ ზღვის მარილს. გადაზილეთ ისევე, როგორც ცომს ზილავთ. მას ისევ გაუვა ცოტაოდენი წვენი და… თქვენი სრულებით ნამდვილი მოცარელა მზადაა!

აუცილებლად მოსინჯეთ.

 

P.S.  ჩვენ დავამზადეთ ამ მეთოდის გამოყენებით ყველი, მართალია, აბების მაგივრად, ვიხმარეთ პეპსინი, რომელიც ბაზარში იყიდება და სულ რაღაც 1,4 ლარი ღირს. ავიღეთ რძე, შევათბეთ და ჩავასხით შიგ ლომონის მჭავა წყალში გახსნილი (ცოტა ძალიან) და პეპსინის რამდენიმე წვეთი და… მივიღეთ : მშვენიერი მოცარელა, ან სულგუნი, როგორც გნებავთ და შრატი, რომელიც ასევე ძალიან კარგი რამაა.