რატომ უნდა ჩავიტაროთ Adori Anti Acne-თი მკურნალობის სრული კურსი?

– რამდენი ხანი უნდა ვიმკურნალოთ Adori Anti Acne-თი?
ჩვენს შეკითხვებს პასუხობს Adori Anti Acne ხაზის გამომგონებელი, კლინიკა ადორის დირექტორი თამარ ადორნელი: – მკურნალობის პერიოდი მოიცავს 1 წელიწადს და 3 ეტაპისგან შედგება.

1 ეტაპი  3 თვიანია. ამ ხნის მანძილზე აკნე 80-90% ლაგდება.

  • რატომ არ არის საკმარისი 3 თვე, თუ ვიზუალურად აკნე თითქმის საერთოდ აღარაა გამოხატული?
– იმიტომ, რომ სებორეა, ანუ კანის ჭარბცხიმიანობა ასე თუ ისე, ქრონიკული პრობლემაა და იმისათვის, რომ კოკის ბაქტერიებმა ვეღარ შეძლონ კანზე ჭარბად გამრავლება, კანის ცხიმიანობა უნდა დარეგულირდეს.
იმისათვის, რომ ეს მოხდეს, მეტი დროა საჭირო და ერთი წელიწადი  ბუნებრივი რითმია იმისათვის, რომ კანის ცხიმიანობა ნორმაში ჩადგეს.
ადრე მხოლოდ ჰორმონალური პრეპარატების მიღებით იყო შესაძლებელი ამ შედეგის მიღწევა. მაგრამ, ეს შედეგი დროებითი იყო და ჰორმონალური პრეპარატების მიღების შეწყვეტიდან რაღაც პერიოდში კანი კვლავ ჭარბად გამოიმუშავებდა ცხიმს და აკნეც ბრუნდებოდა.
Adori Anti Acne უნიკალური 100% ბუნებრივი ფორმულა საშუალებას იძლევა 1 წელიწადში 90% დაარეგულიროს კანის ცხიმიანობა. ამიტომ, კოკის ბაქტერიებს აღარ ექნებათ ჭარბი საკვები გამრავლებისთვის და შედეგად, გვაქვს ჯანმრთელი და ლამაზი კანი.
ახლა უკვე შეგვიძლია, დაკვირვების საფუძველზე ვთქვათ, რომ იმ ჩვენს მომხმარებლებს, რომლებმაც მყისიერი შედეგი მიიღეს უფასო ტესტერებით და აღარ გააგრძელეს მკურნალობა, რამდენიმე თვეში ისევ შეუბრუნდათ აკნე.
საბედნიეროდ,  განსხვავებით ანტიბიოტიკებისგან, რომელთა მიმართ კოკის ბაქტრია რეზისტენტული შეიძლება გახდეს, Adori Anti Acne-ს ბუნებრივი შემადგენლობის მიმართ კოკის ბაქტერია რეზისტენტული ვერ ხდება. ამიტომ, მკურნალობის გაგრძელება ჩვეულ დადებით შედეგს იძლევა.
ჩვენი რჩევა: ნუ შეწყვეტთ მკურნალობას 1 ეტაპზე მაშინაც კი, თუ კანზე საერთოდ აღარ გაქვთ გამონაყარი. თუ გინდათ, რომ აკნემ აღარასდროს იჩინოს თავი, მკურნალობის კურსი სრულად უნდა ჩაიტაროთ. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს.
– რას გულისხმობთ?
– Adori Anti Acne-ს უფრო მეტი შეუძლია, ვიდრე მხოლოდ აკნეს, ჰერპესის და სებორეას მორჩენა. იგი აღადგენს კანის ჯანმრთელ სტრუქტურას იმდაგვარად, რომ შედეგათ გვაქვს იმაზე სუფთა და გლუვი კანი, ვიდრე ოდესმე გვქონია.
კლინიკა ადორი. ოთარ ჭილაძის 166-5-1
551 90 99 50