boli-v-pochkah

რა აზიანებს თირკმელს?

გიფიქრიათ, როგორ აისახება ცხოვრების წესი თირკმელებზე? თირკმელების დაავადებისგან უამრავი ადამიანი ყოველწლიურად დროზე ადრე კვდება.

მიუხედავად ამისა, ეს ის ორგანოა, რომლის ჯანმრთელობაზეც ცოტა ვინმე თუ ზრუნავს, სანამ პრობლემა მართლაც სერიოზული არ გახდება.

ამ ჩვევებს თუ ვერ მოვიშლით, მხედველობაში მაინც ღირს ვიქონიოთ.

1. ტკივილგამაყუჩებლები

ამ პრეპარატების ხანგრძლივი მიღება ანელებს სისხლის მიმოქცევას და აზიანებს თირკმელებს.

2. ჭარბი რაოდენობით ცილოვანი საკვები და განსაკუთრებით, წითელი ხორცი, ნეგატიურად მოქმედებს თირკმელებზე. პროტეინებით მდიდარი დიეტა გახდომისთვის შეიძლება უფრო მეტი ზიანის მომტანი იყოს ხანგრძლივ პერსპექტივაში და არ ღირს ჩქარი გახდომისთვის მას მიმართო.

3. აქ არაფერს არ ვიტყვით ახალს… სიგარეტი თირკმელებზეც ახდენს ნეგატიურ გავლენას. ასე რომ, ვისაც თირკმელები აწუხებს, ამ მავნე ჩვევაზე უარი უნდა თქვას.

4. ჭარბი მარილიანი საკვები მავნეა თირკმელებისთვის.

5. გრიპისა და გაციების ფეხზე გადატანა. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები, ვინც არ ირჩევენ ავადმყოფობისას წოლით რეჟიმს, აზიანებენ ამით თირკმელებს.

6. ჰიპერტონია იწვევს დიდ დატვირთვას თირკმელებზე. ამ შემთხვევაში კოფეინი არასასურველია თირკმელებისთვის.

7. ჭარბი ალკოჰოლი დიდი დატვირთვაა თირკმელებისთვის. მსმელ ადამიანს ეს არ გააჩერებს, მაგრამ ვინც ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ეს უნდა გაითვალისწინოს.

8. უძილობა. ძილი არის ის დრო, როდესაც შიდა ორგანოებში აღდგენითი პროცესები მიდის. ამიტომ, თუ არის საშუალება, არ მოიკლოთ ღამე ძილი.

9. ადამიანების უმეტესობა არასაკმარისი რაოდენობით სვამს წყალს. და ეს ნეგატიურად აისახება თირკმელებზე.

10. შარდის შეკავება. ხანგრძლივად მსგავსი რამ შესაძლოა თირკმელების უკმარისობით დასრულდეს.

წყარო:organichealth.co