flower

რა არის ფსიქოლოგიური რევიტალიზაცია?

რევიტალიზაცია ლათინური სიტყვაა და სიტყვასიტყვით გაცოცხლებას ნიშნავს.  ფსიქოლოგიური რევიტალიზაცია ეს არის გზა მივაკვლიოთ ჩვენს ფსიქიკაში გაახალგაზრდავების რესურს. ის იქ ნამდვილად არის.

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა,  ერთი მხრივ, გაბატონებულია ახალგაზრდობის კულტი,  დაწყებული მადონათი,  კინო და პოპ ვარსკვლავებს სურთ კვლავაც იყვნენ ისეთივე ახალგაზრდები, როგორებიც იყვნენ 30 წლის წინ.

მეორე მხრივ, არავითარი, ნამდვილად ეფექტური გაახალგაზრდავების მეთოდი ჯერაც არავის გამოუგონია. გამონაკლისის სახით, არის რამდენინე ფრუტარიანელი, რომელმაც, მგონი, მართლაც მოატყუა დაბერების გენი.

ასეთია, მაგალითად, ანეტ ლარკინსი, რომელიც 70 წლის ასაკში 30 წლის ქალს ჰგავს.

მაგრამ ანეტის გზას ცოტა ვინმე თუ ადგას.

დღეს ტრენდული სილამაზის ინდუსტრიაა, რომელიც აშკარად უფრო ამახინჯებს, ვიდრე ალამაზებს თავის ერთგულ მიმდევრებს.

ამის მაგალითია დონატელა ვერსაჩე.  ბევრი ბოტოქსი და პლასტიკა.

donatella versace young-ის სურათის შედეგი

მესამე მხრივ კი, სულ უფრო მეტი  ფსიქოლოგი ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩვენს ფსიქიკას უდიდესი შესაძლებლობები აქვს. მათ შორის, ფიზიკური რეგენერაციის.  ფიზიკურ პრობლემასა და ფსიქიკას შორის პირდაპირი კავშირია.

მე თამარ ადორნელი მქვია. 33 წლის წინ მქონდა უნიკალური გამოცდილება, რომელიც მერე მრავალჯერ გამიხსენებია ცხოვრების მანძილზე. შესაძლოა, რაღაც მსგავსი რამ თქვენც გამოგიცდიათ.

15 წლის ვიყავი და არც ფსიქიკაზე და არც მის შესაძლებლობებზე წარმოდგენა არ მქონდა.

მაგრამ, ყველა ადამიანს გვაქვს შინაგანი ხმა, რომელსაც ვენდობით.

მთებში ვისვენებდით. ძალიან კარგია მთები, მაგრამ წინ ზღვა მელოდა და ერთი სული მქონდა, სოხუმში როდის წავიდოდით.

გავცივდი, სიცხემ 40-მდე ამიწია. მოვიდა ექიმი, გამსინჯა და ამას ფილტვების ანთება აქვსო და ორი კვირა ლოგინიდან  წამოდგომა არ შეიძლებაო.

მშობლები წავიდნენ კიდევ სხვა ექიმის მოსაყვანად და სასტუმროს ნომერში ერთი საათით მარტო დავრჩი. ძლიერმა სურვილმა ზღვაზე წავსულიყავი შინაგანი ძალის მობილიზაცია მოახდინა  და  ჩემთვის ვთქვი, “სიცხემ გამიარა, ფილტვების ანთება არ მაქვს”. ერთი საათი ამას ვიმეორებდი. არ გეგონოთ, ეს იოლი იყო. მაგრამ, ძალიან მოვინდომე.

1 საათში მეორე ექიმი რომ მოვიდა, სიცხე უკვე დაწეული მქონდა. მეორე დღეს მქონდა 37 გრადუსი, მესამე დღეს სიცხე აღარ მქონდა და მეოთხე დღეს ზღვაზე წავედით.

ეს შემთხვევა სულ მახსოვდა.  საკუთარი გამოცდილება ყველაზე დამაჯერებელია. მივხვდი, რომ რაღაც-რაღაცეებზე შემიძლია საკუთარ შინაგან სამყაროს მოველაპარაკო. თუ დამეთანხმა, ესე იგი, გამომივა.

ალბათ, დაკვირვებიხართ, როცა რაღაც გინდა და ამის მიმართ შინაგანი წინააღმდეგობა არ გაქვს, გარემოებებიც ისე ეწყობა, რომ სურვილის რეალიზაცია მოხდეს.

ყოველთვის მინდოდა მიმეგნო გზისთვის, რაც ქალს უნარჩუნებს ახალგაზრდულ იერს. ალბათ, ამიტომ მოხდა ისე, რომ სახის ვარჯიშების შესახებ შევიტყვე. ბევრი ვიმუშავე და  საბოლოოდ, ვარჯიშების ეფექტური სისტემა შევქმენი.

მაგრამ, რაც მეტი წლები გადის და მეკითხებიან, როგორ უვლი თავს? მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ჩემმა სურვილმა და ამავდროულად შინაგანი ხმის თანხმობამ,  სურვილის რეალიზაციის საშუალება მომცა.

გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი გამეხადა და საინტერესო აღმოჩენა გავაკეთე.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

რა ვართ ჩვენ, ზრდასრული ადამიანები? ჩვევებისა და შეხედულებების კონგლომერატი, რომლებიც ჩვენს რეალობას განსაზღვრავს.

ყველას გვინდა ვიყოთ ჯანმრთელები, მაგრამ უმეტესობას უამრავი არაჯანსაღი ჩვევა გვაქვს და კი გვინდა მათგან გათავისუფლება, მაგრამ გვიჭირს ძალიან.

რატომ?

იმიტომ, რომ ჩვენს ტვინში უკვე ჩადებულია ინფორმაცია და ათასობით ნეირონი ყველა გამღიზიანებელზე იხსენებს გამოცდილებას და ამყარებს ჩვევასა თუ შეხედულებას. როგორც ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, ძნელი არაა ისწავლო ახალი, ძნელია დაივიწყო ნასწავლი… როდესაც ეს ცხოვრების გაკვეთილებს ეხება.

ახლა ყველა ფსიქოლოგი თანხმდება იმაზე, რომ თუ ბავშვს ღრმა ბავშობაში  დესტრუქციული დირექტივა მისცეს, მაგ.: “მამაშენი  ლოთია, არ სვა, თორემ მისნაირი გახდები”… დიდი ალბათობით, ამ ადამიანს ზრდასრულობაში ალკოჰოლთან პრობლემები ექნება.

მაგრამ… რაც შეეხება გაახალგაზრდავების რესურს, ცოტა ვინმეს თუ აქვს ამ კუთხით მიღებული დესტრუქციული დირექტივა და გადაწყვეტილება.

წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ რეალობაში, სადაც 60 წლის ადამიანები 25-30 წელზე გამოიყურებიან. როგორ ფიქრობთ, როგორ აისახებოდა ეს კონკრეტულად თქვენზე?

დაბერება ბუნებრივი პროცესია. მაგრამ, ამასთანავე, თუ ადამიანი შეძლებს თავის ქვეცნობიერს შეუთანხმდეს იმაზე რომ… მოდი, შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და პასუხად მიიღებს “ოკ, არაა პრობლემა”… ასე მარტივი სიტყვებით ვწერ, იმიტომ რომ ეს შინაგანი დილოგი ყოველგვარ მაღალფარდოვანებას მოკლებულია.

შესაძლებელია ამ შეთანხმებამდე მიხვიდე.  ამ პროცესს ეწოდება ფსიქოლოგიური რევიტალიზაცია.

14906882_1306142676063428_7287386600975537259_n

Face Yoga + ფსიქოლოგიური რევიტალიზაცია

პროგრამის შესხებ:

https://drive.google.com/file/d/0B1TRPkVcCovFRGtSc0s3eWpnQzA/view

551 90 99 50