რა ვუყოთ სახის ფტოზს? მითები და რეალობა

ფტოზი – ბერძნული სიტყვაა და დავარდნას ნიშნავს. სწორედ ეს ემართება ჩვენს სახეს ასაკის მატებასთან ერთად.  ზოგს ეს პრობლემა 25-27 წლის ასაკში ეწყება, ზოგს 35 წლის მერე.  რა ხდება? სახის ოვალი კარგავს სიმკვრივეს და სახე ნელ-ნელა იღვენთება.  უცნობია, რას ფიქრობდნენ ამ პრობლემაზე წინა საუკუნეების ლამაზმანები და რატომ გაბატონდა მითი, რომ სახეზე ზრუნვა – ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კანზე ზრუნვაა,

რომ წაისვამ რაღაც ჯადოსნურ საცხს (ბოლო დროს ჯადოსნურ საცხს  დაემატა ბოტოქსი, ფილერი, ძაფი და ა. შ.) და გაზაფხული კვლავ კარზე მოგიკაკუნებს.

მოდით, შევხედოთ ჩვენს სახეს ანატომიურ ჭრილში. რას ვხედავთ? კუნთებს და მყესებს.

776154c620571d80181470bc6a1751fc

სახის დაბერების ფიზიოლოგია

სახეს, ისევე როგორც სხეულს ჰქმნის კუნთი. სახის ოვალი და იერი პირდაპირ კავშირშია სახის კუნთების ტონუსთან.

როგორია სახის დაბერების მიზეზი ფიზიოლოგიური კუთხით?

ასაკთან ერთად სახისა და კისრის კუნთები მოკლდება,  მცირდება მოცულობაში და დეფორამციას განიცდის, მათი ტონუსი კი სუსტდება. შედეგად, სახის ნაკვთები ჩამოდის დაბლა, ანუ გვაქვს ფტოზი.

მაგ, თვალების კუნთების მოდუნება იწვევს თვალების ქვეშ ტომსიკების წარმოქმნას.

старение глоаз-ის სურათის შედეგი

როცა დუნდება კუნთები ცხვირის გარშემო, იქმნება შთაბერჭდილება, რომ ცხვირის ფორმა შეიცვალა, იგი უფრო დიდი  გახდა.

ღაბაბის წარმოქმნის მთავარი მიზეზი უფრო მეტად კისრის კუნთების მოდუნებაა, და მხოლოდ შემდეგ  ჭარბი წონის პრობლემა.

All Users3720816_podborodok (350x256, 18Kb)

დღეს, თუ მიმართავთ ამ პრობლემით კოსმეტოლოგიურ ცენტრს, შემოგთავაზებენ უამრავ ძვირადღირებულ პროცედურას.

ეს გარკვეულწილად პროგრესია, იმიტომ რომ სულ რაღაც 50 წლის წინ, ცოტა ვინმეს თუ სჯეროდა, რომ ფტოზსს შეიძლება რაიმე ეშველოს.

უმეტესობას სჯერა, რომ ნაოჭები მხოლოდ კანის პრობლემაა და მალამოებითა და ფილერებით შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.

სინამდვილეში, სახის ახალგაზრდული იერის დაკარგვის მთავარი მიზეზი ფტოზია.

კუნთის მოდუნებასთან გამკლავება კი ეფექტურად მხოლოდ  სახის ვარჯიშების მეშვეობით შეიძლება.

დაკავშირებული სურათი

ამ ანატომიურ ატლასზე, რომელიც ცოტა შემაშინებლად კი გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ ნათლად ჩანს, როგორაა განლაგებული კუნთები და მყესები.

Face Yoga პიგმალიონის მეთოდის ყველა ვარჯიშში ჩართულია კისრისა და ნიკაპის კუნთები. შედეგად, ვარჯიშები იძლევა ფტოზის ყველაზე ეფექტურ პრევენციას.

პროგრამა “მინუს 5 წელი 3 თვეში”

https://drive.google.com/file/d/0B1TRPkVcCovFRGtSc0s3eWpnQzA/view

551 90 99 50