ალბათ, გსმენიათ ფერომონების შესახებ? (ძველ ბერძნულად, φέρω — მომაქვს + ὁρμάω — აღვაგზნებ) ეს არის კანის სეკრეციის პროდუქტი, რომელიც იზიდავს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს. ამ სუნით დაგვაჯილდოვა დედა-ბუნებამ და ცოლ-ქმარს შორის ჰარმონიული ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანი რამ არის.
რა კავშირია ბანაობასა და ფერომონებს შორის?
ადამიანის ფერომონების უმეტესი ნაწილი გამოიყოფა თავზე, კისერზე, იღლიის ფოსოსა და ბოქვენის მიდამოში.
საინტერესო ფაქტი: მართალია, ადამიანს ცხოველებზე უფრო სუსტად აქვს განვითარებული ყნოსვა, სამაგიეროდ, ყველა ძუძუმწოვარს შორის მას ყველაზე მეტად აქვს კანზე სუნი. სუნს გამოჰყოფს როგორც კანი, ასევე ლორწოვანი გარსი.
დადგინდა, რომ ფერომონების გამომუშავებაში აქტიურად გვეხმარებიან… დიახ, ბაქტერიები. (არაა ყველა ბაქტერია მტერი 🙂 ) ბევრი ბაქტერია სწორედ თმაზე ბინადროს და… აკეთებს თავის სასარგებლო საქმეს. (ალბათ, ადამიანი მათთვის ისეთივე სამყაროა, როგორც ჩვენთვის – დედამიწა…).
დავუბრუნდეთ ფერომონებსა და სექსუალურ მიმზიდველობას. რას გვეუბნებიან დერმატოლოგები? ყოველ 24 საათში ერთხელ კანი ახალ შრეს წარმოშობს. კანის ახალი შრის წარმოშობა დილაობით ხდება. ამიტომ, ძილის წინ ბანაობას დილას დაბანა ჯობია.
ასევე დადგენილი ფაქტია, რომ კანზე მცხოვრები ბაქტერიები აქტიურები ღამე არიან. ამიტომ, სწორედ დილაა საუკეთესო დრო საპნით დაბანვისთვის.
აი, საღამოს კი… ტანის საპნით დაბანა არ ღირს. იმიტომ, რომ კანის ცხიმთან ერთად მას… ფერომონებიც ჩამოერეცხება. ამიტომ, რომანტიკული შეხვედრის წინ, მაგალითად, აბანოში მექისესთან წასვლა არ ღირს. ჯობს, ეს წინა დღეს გააკეთოთ.
p.s. ქალბატონებო, რადგან ფერომონების დიდი ნაწილი თმებზეა, ამიტომაც, რომანტიკულ შეხვედრაზე თუ მიბრძანდებით, არ ღირს თმის ლაქის ხმარება.
ყველას ახსოვს ნაპოლეონის ჟოზეფინასადმი მიწერილი წერილი: ორ კვირაში ჩამოვდივარ და გთხოვ, არ იბანაოო. 🙂