pr

როგორ გავატაროთ ზამთარი გაციებისა და წამლების გარეშე – იმუნიტეტის გაძლიერების ეფექტური მეთოდი

ეს მარტივი რეცეპტი აძლიერებს იმუნიტეტს და აგაცილებთ გაციებასა და წამლების მიღების ხარჯს. ეს – გრიპისგან აცრის ეფექტური ალტერნატივაა.

ინგრედიენტები:

ჯანჯაფილი – აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება პირის ღრუსა და ყელში. შველის გაციებას.

ლიმონი – შველის ანგინას, ავიტამინოზს, აძლიერებს იმუნიტეტს.

მიხაკი – აქვს გაციების საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ეფექტურია სოკოს წინაარმდეგ.

დაფნა – ბუნებრივი ანტიბიოტიკი, აქვს დამაწყნარებელი ეფექტი.

მიხაკისა და დაფნას შეთანხმება ძალიან ეფექტურია ხველის დროს.

კარდამონი (ილი) – აღმოსავლურ მედიცინაში გამოიყენება, როგორც ბრონჰიტების, გაციებისა და ხველის სამკურნალო საშუალება. ამოაქვს ნახველი.

როგორ დავამზადოთ?

1 ლიმონი, 1-2 დაფნის ფოთოლი, 5 ცალი მიხაკის ღერო, 5 ცალი კარდამონი, 1 ჩ. კ. ჯანჯაფილის ფხვნილი. 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი.

დადგით ცეცხლზე. წამოადუღეთ, ხარშეთ 5 წუთი.  1 საათში ნაყენი მზადაა.

პროფილაქტიკის მიზნით დალიეთ დღეში 1 ჭიქა, თბილი ან ცხელი.

გაციების შემთხვევაში 2-3 ჭიქა დალიეთ.

მაგრამ, გაციებას ნუ დაელოდებით! :)

გაფრთხილება: ეს რეცეპტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს სპეციფიური უკუჩვენებები ამ ინგრედიენტების მიმართ.

გაფრთხილება: დაფნის ფოთოლს აქვს ძლიერი მოქმედება, მას აქვს ნარკოტიკული თვისებები, ამიტომ არ გადააჭარბოთ დოზა.

 რეკლამა

მათთვის, ვისაც სურს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად
სახის უოპერაციო სკულპტურული პლასტიკა – გამაახალგაზრდავებელი იოგა. სახის კუნთების გავარჯიშება-გამკვრივების მეშვეობით 2-3 თვეში შეძლებთ:1) აღიდგინოთ სახის ოვალი.2) შეამციროთ მიმიკური ნაოჭები ტუჩებისა და თვალების გარშემო.3) მოიშოროთ უკონტროლო მიმიკა (შუბლის დაჭმუჭნა). 4) გაიუმჯობესოთ სახის ფერი. 5) მოიხსნათ სახისა და კისრის კუნთების დაძაბულობა და გაილამაზოთ გამომეტყველება. ვარჯიშის ხანგრძლივობა 1 საათი და 15 წუთი: 50 წუთი – სახის და კისრის ვარჯიშები. 25 წუთი – ფსიქოლოგიური განწყობის პრაქტიკა ახალგაზრდობისა და სილამაზისთვის. ტ. 551 90 99 50
Facebook: Face Yoga პიგმალიონის მეთოდი